შს მინისტრის მოადგილე - ბრიფინგზე დავადასტურე, რომ 3-4 წუთი ბავშვი ნამდვილად ჰყავდათ გაყვანილი - უხერხულობას მიქმნის სპეკულაციები და არასწორი ინტერპრეტირება

მე უხერხულობას მიქმნის სპეკულაციები და არასწორი ინტერპრეტირება ბრიფინგის, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო ცაციაშვილმა პარლამენტში, ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, იმაში, რომ პირველადი ინფორმაცია, რომელიც მან ბრიფინგზე გააჟღერა, განსხვავდება იმისგან, რა ინფორმაციაც ახლა არსებობს, უჩვეულო არაფერია.

"რაც შეეხება ჩემ განცხადებას და ჩემ ბრიფინგზე გაჟღერებულ ინფორმაციას, ამ ინფორმაციის გაჟღერება მოხდა იმ ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე რაც მაშინ გვქონდა და არა კონკრეტული მტკიცებულების საფუძველზე, რაც შემდგომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ იქნა მოძიებული კონკრეტული საგამოძიებო მოქმედების შედეგად. ის, რომ დასაწყისში ინფორმაცია განსხვავდება იმისგან, რაც შემდგომში გამოძიების შედეგად შეიძლება გამოიკვეთოს, ეს არის ძალიან ჩვეულებრივი მოვლენა. ჩვენ ჯერ კიდევ ბრიფინგის გამართვისას, ძალიან ნათლად და მკვეთრად განვაცხადეთ იმასთან დაკავშირებით, რომ სამინისტროს მზაობა ჰქონდა აბსოლუტურად ღია, ჩვენ მოთხოვნილი მასალა მათ შორის ჩანაწერები, რომელზეც მოსამართლის განჩინების საფუძველზე მოგვმართა ინსპექტორმა, დაუყონებლივ გადავგზავნეთ და თანამშრომლობისთვის ახლაც მზად ვართ“, - განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებაში არასწორი ინტერპრეტირება არ მოხდეს და მტკიცებით ფორმაში იმ საკითხების გაჟღერება, რაც რეალურად ბრიფინგზე აღინიშნა.

„ჩვენი მხრიდან ბრიფინგის გამართვისას მოხდა იმ ინფორმაციის გაჟღერება, რაც იმ ეტაპზე გვქონდა, თუმცა, დღევანდელი რეალობა რომ შეცვლილია, ეს არის ძალიან ობიექტური მოვლენა, იქიდან გამომდინარე, რომ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩატარდა, სხვა სურათის გამოკვეთა მოხდა. მე უხერხულობას მიქმნის სპეკულაციები და არასწორი ინტერპრეტირება ბრიფინგის. თქვენ შეგიძლიათ კიდევ ერთხელ ნახოთ დეტალურად ჩემი ბრიფინგი და იქ იყო ხაზგასმა იმაზე, რომ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, აღნიშნული გარემოება არ დასტურდება, თუმცა იქვე იყო განმარტება, რომ გამოძიება მიმდინარეობდა ინსპექტორის სამსახურში და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. მე ბრიფინგზე დავადასტურე ის ფაქტი, რომ 3-4 წუთი ნამდვილად ბავშვი ჰყავდათ გაყვანილი, ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვაზე იყო გაცემული აღნიშნული პასუხი. აღსანიშნავია, რომ პრემიერმა დაგვავალა ყველა უწყებას გარკვეული მიმართულებით მუშაობა, მათ შორის, შსს-ს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის დახვეწის და შესაბამისი გარემოს შექმნის მიზნით და ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ. ის გამოწვევები, რაც გვაქვს ძალიან ფორსირებულად უნდა გადავჭრათ. პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ყველასია, მათ შორის, ყველა უწყების, რომელიც ამ პროცესში ჩართულია და პასუხისმგებლობა ზუსტად იმაში გამოიხატება, რომ ეფექტიანი მართლმსაჯულების პროცესის სრული აღსრულება მოხდეს", - განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 13.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს
Hotsale.ge-მ ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად? როდის?“ ბიზნეს ლიგის გამარჯვებულებს საჩუქრები გადასცა
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში თავის ტვინის სიმსივნის ბიოფსია ახალი, ულტრათანამედროვე ნეირონავიგაციის სისტემით ჩატარდა