ოფისების მოძიების ახალი პლატფორმა ქართულ ონლაინ სივრცეში

კოლიერსი წარმოგიდგენთ ახალ პლატფორმას - ოფისმეპი (OfficeMap), რომელიც კომპანიებს საოფისე ფართების მარტივად მოძიებაში დაეხმარება. კოლიერსის კომერციული უძრავი ქონების მიმართულების დირექტორი, ეკა დანელიანი გვესაუბრა პლატფორმის შექმნის დეტალებზე.

მოგვიყევით რა არის ოფისმეპი

ოფისმეპი კოლიერსის ახალი პლატფორმაა, რომელიც მხოლოდ საოფისე დანიშნულების ფართების მოძიებისთვისაა განკუთვნილი. კომპანია მეხუთე წელია საქართველოს ბაზარზეა. ამ პერიოდის განმავლობაში დიდი მოცულობის ინფორმაციამ მოიყარა თავი, მათ შორისაა: სტატისტიკა მოთხოვნისა და ფასების დინამიკის შესახებ, საოფისე ბაზრის კვლევები, იდენტიფიცირებული ხელშეკრულებების პირობები ყველა ტიპის კომერციულ უძრავ ქონებაზე და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ზუსტად ამ მონაცემების ცოდნა გვეხმარება ოფისის ძიებისა და გაქირავების პროცესის დაჩქარებაში. არსებული ბაზების საფუძველზე ჩვენ უკვე არაერთ ქართულ და საერთშორისო კომპანიას ვაპოვნინეთ ოფისი. დროთა განმავლობაში გაჩნდა აღნიშნული სერვისის ონლაინ სივრცეში გადატანის აუცილებლობა. ამ ცვლილებამ ჩვენი მომსახურება თანამედროვე ფორმით მიწოდების გარდა, უფრო დიდი აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომი გახადა.

რა უპირატესობებით სარგებლობს ოფისმეპი კონკურენტებთან მიმართებაში?

დავიწყებ იმით, რომ პლატფორმის ინტერფეისი მთლიანად მორგებულია საოფისე დანიშნულების უძრავ ქონებაზე, რაც მომხმარებელს ეხმარება ოფისის აღქმაში, შერჩევაში, შედარებასა და გადაწყვეტილების მიღებაში. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ყველა ობიექტის ფოტოგადაღებას ჩვენი კომპანია უფასოდ უზრუნველყოფს, ხოლო ჩვენი ბროკერები ახდენენ ყველა სივრცის იდენტიფიცირებას და პლატფორმაზე განთავსებას. აქედან გამომდინარე, თითოეული განცხადებება მოწესრიგებულადაა წარმოდგენილი, უნიკალურია და არ მეორდება. ჩვენი მიზანია, მოვიცვათ საოფისე სივრცეების ყველა კატეგორია, სწორედ ამიტომ, სტანდარტული ოფისების გარდა, გვაქვს რითიეილ კატეგორიაც, რომელიც მორგებულია სხვადასხვა ტიპის სერვის ოფისების მოთხოვნებზე. პლატფორმა ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია და სამომავლოდ ბევრი საინტერესო ფუნქცია დაემატება.

რა ღირებულებას ქმნის ოფისმეპი ოფისების მაძიებლისთვის?

ოფისის შერჩევა კომპლექსური პროცესია, რომელსაც ოფისმეპის მოქნილი საძიებო პლატფორმა მაქსიმალურად ამარტივებს. ჩვენი გუნდი წინასწარ განსაზღვრული მოთხოვნების მიხედვით აფასებს და დეტალურად აანალიზებს საოფისე უძრავ ქონებას. დამქირავებელს მხოლოდ შერჩეულ ოფისებს ვთავაზობთ, რაც დროის რესურსის დაზოგვის წინაპირობაა. გარდა ამისა, ბროკერები გვერდისგან დამოუკიდებლადაც მუშაობენ ოფისის მოძიებასა და გაქირავებაზე, რაც ოფისმეპთან თანამშრომლობის დამატებითი უპირატესობაა. ოფისმეპმა უკვე დაიწყო ფუნქციონირება, შესაბამისად ველოდებით ახალ მოთხოვნებსა და მომხმარებლებს.

Colliers International Georgia | www.officemap.ge | +995 32 2 243366 | offices@colliers.ge

(R)

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 13.05.2024