„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა „ქართული ოცნების” ოფისის მიმართულებით მსვლელობა დაიწყეს

პარლამენტის წინ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა “ქართული ოცნების” ოფისის მიმართულებით მსვლელობა დაიწყეს.

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, მსვლელობას სასტუმრო “პარაგრაფთან” შეკრებილი მოქალაქეებიც შეუერთდებიან.

„საქართველო!”, “ჩვენი გზა ევროპაშია!”, - სკანდირებენ აქციის მონაწილეები.

ორგანიზატორების განცხადებით, ისინი მსვლელობით ჯერ „ქართული ოცნების” ოფისთან, შემდეგ იუსტიციის სახლთან, ხოლო ბოლოს ქაშვეთის ეკლესიასთან მივლენ.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს