აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი - სამოქალაქო საზოგადოება მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმ მხარდაჭერის შესრულებაში, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი გამოყოფს

ალბათ დამეთანხმებით, რომ აზიის განვითარების ბანკი ვერ გააკეთებს პოლიტიკურ საკითხებზე კომენტარს, მაგრამ ვიტყვი, რომ სამოქალაქო საზოგადოება მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმ მხარდაჭერის შესრულებაში, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი გამოყოფს, - ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა მასაცუგუ ასაკავამ ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია სასურველი კეთილდღეობის მიღწევაში.

"ვიტყვი, რომ აზიის განვითარების ბანკი აკვირდება ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას, ვინაიდან პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობა არის სასურველი კეთილდღეობის მიღწევის მნიშვნელოვანი საფუძველი. თავისთავად უფლებრივი ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეებისთვის. სამოქალაქო საზოგადოება მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმ მხარდაჭერის შესრულებაში, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი გამოყოფს. აზიის განვითარების ბანკი თანამშრომლობს სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა ერთიანი ძალისხმევით გაუმკლავდეს სიღარიბეს თუ სხვა მნიშვნელოვან საკითხებს", - განაცხადა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს