კახა კალაძე - პრემიერ-მინისტრის ვაშინგტონში დათქმებით ჩასვლა სწორი დამოკიდებულება არ არის

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, რობინ დანიგანის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, მათ უმაღლესი თანამდებობის პირები მიიწვიეს, თუმცა, ქართულმა მხარემ მიწვევაზე უარი განაცხადა.

როგორც კახა კალაძე განმარტავს, პრემიერ-მინისტრის ვაშინგტონში დათქმებით ჩასვლა სწორი დამოკიდებულება არ არის.

„ესეც არასწორი დამოკიდებულებაა. ჩვენ თუ სტრატეგიულ პარტნიორობაზე ვსაუბრობთ, პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი, ვაშინგტონში ჩასვლა, დათქმებით სწორი დამოკიდებულება არ არის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არსებული ურთიერთობა გადატვირთვას საჭიროებს“, - აცხადებს კალაძე.

ცნობისთვის, საქართველოში აშშ-ის საელჩომ გუშინ გაავრცელა ელჩ რობინ დანიგანის განცხადება, სადაც აღნიშნულია: „ახლახან საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები მივიწვიეთ შეერთებული შტატების მაღალი თანამდებობის პირებთან სტრატეგიული პარტნიორობისა და აშშ-ის დახმარების შესახებ ნებისმიერი შეკითხვის განსახილველად, სამწუხაროდ, ქართულმა მხარემ არჩია, რომ უარი ეთქვა ამ მოწვევაზე“.

მოგვიანებით, ელჩის ამ განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ში მიწვეულ იქნა დათქმით, რომ ვიზიტამდე საქართველოს პარლამენტს დროებით უნდა შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვა, რაც პარტნიორობის სულისკვეთებას არ შეესაბამება.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს