პეტრას აუსტრევიჩუსი - ევროკავშირის ინსტიტუტებს მივმართავ, სანქციები შემოიღონ ზვიად ხარებაშვილისა და ვაჟა სირაძის წინააღმდეგ, ეს ადამიანები ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ მოქმედებენ

ევროკავშირის ინსტიტუტებს მივმართავ სანქციები შემოიღონ ზვიად ხარებაშვილისა და ვაჟა სირაძის წინააღმდეგ, ეს ადამიანები ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ მოქმედებენ. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

“მმართველი პარტიის მიერ განმეორებითი მცდელობები შემოიღონ კანონი “უცხოური გავლენის” შესახებ არის მაგალითი იმისა, თუ როგორ ცდილობენ აკონტროლონ სამოქალაქო საზოგადოება, გავლენა მოახდინონ მედიასა და მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე.

ეს ყველაფერი საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის ფონზე ხდება. რეპრესიული კანონის ე.წ. “დასავლური პრაქტიკით” გამართლების მცდელობები უბრალოდ საცოდავია. მსგავსი კანონი რუსული ავტორიტარიზმისკენ დაბრუნების გასაღებია.

ამავდროულად, მივესალმები ქართველ ხალხს, რომელიც ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებიან. სამოქალაქო აქტივიზმი ქვეყნის დასავლურ მომავალს იცავს.

კოლეგებო, ამ შესაძლებლობის გამოყენებით მივმართავ ევროკავშირის ინსტიტუტებს, რომ შემოიღონ წერტილოვანი სანქციები ქართველი პირების წინააღმდეგ, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიულ პროცესებს და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ დევნას ახორციელებენ. კერძოდ კი, ზვიად ხარებაშვილისა და ვაჟა სირაძის წინააღმდეგ. ეს ადამიანები ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ მოქმედებენ”, - განაცხადა აუსტრევიჩუსმა.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს