გიორგი ვეკუა - გენდერული თანასწორობა არის წარმატებული ბიზნესის აუცილებელი წინაპირობა

გენდერული თანასწორობა არის წარმატებული ბიზნესის აუცილებელი წინაპირობა , - ამის შესახებ, სავაჭრო პალატის ბიზნესისა და რეგიონული განვითარების დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი ვეკუამ მეწარმეებთან შეხვედრისას განაცხადა.

გიორგი ვეკუამ გენდერული თანასწორობის საკითხში კერძო სექტორის როლზე, კომპანიებისთვის ტრენინგი გამართა.

სავაჭრო პალატის ინფორმაციით, სამდღიანი ტრენინგი ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი (WEPs-ი) ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისთვის ჩატარდა.

„შეხვედრის ფარგლებში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა პროგრამის მონაწილე კომპანიებს გააცნეს ქალთა ეკონომიკური მდგომარეობა საქართველოში. ასევე, ისაუბრეს თანასწორი და არადისკრიმინაციული სამუშაო გარემოს, ქალების პროფესიული განათლებისა და განვითარების ხელშეწყობის პრინციპებზე.

გარდა ამისა, მეწარმეებმა მიიღეს ინფორმაცია თანამშრომელთა უსაფრთხოებისა და ძალადობისგან დაცვის, ქალი მიმწოდებლებისა და მიწოდების ჯაჭვების განვითარების ხელშეწყობის , საზოგადოებრივი ინიციატივებითა და ადვოკატირებით, თანასწორობის ხელშეწყობის საკითხებზე.

პროექტი "თანასწორობა ნიშნავს ბიზნესს" სავაჭრო პალატის ორგანიზებითა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით განხორციელდა.

WEPs საქართველოში 200-მდე, ხოლო მსოფლიო მასშტაბით 6000-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს,მათ შორის არიან უმსხვილესი საერთაშორისო კომპანიები- Philips, Heineken, Epam, Nestle, Mercedes-Benz და ა.შ.“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს