ვოლოდიმირ ზელენსკიმ რიში სუნაკთან სატელეფონო საუბრისას დიდი ბრიტანეთის მიერ უკრაინისთვის უმსხვილესი სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფა განიხილა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკთან სატელეფონო საუბრისას დიდი ბრიტანეთის მიერ უკრაინისთვის უმსხვილესი სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფა განიხილა.

სატელეფონო საუბრისას რიში სუნაკმა უკრაინის პრეზიდენტს აცნობა, რომ გაერთიანებული სამეფო უკრაინას 500 მილიონი ფუნტი სტერლინგის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს.

„ასეთი ძლიერი მხარდაჭერისთვის გაერთიანებული სამეფოს და პირადად პრემიერ-მინისტრის მადლობელი ვარ, ასევე მათი მზადყოფნისთვის, რომ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა განავითარონ, განსაკუთრებული აქცენტი კი საზღვაო და შორ მანძილზე მოქმედების შესაძლებლობებზე გაკეთდება“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სამხედრო დახმარების პაკეტი ყველაფერს მოიცავს, რაც უკრაინას ბრძოლის ველზე სჭირდება.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის ცნობით, რიში სუნაკმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბარში უკრაინის მიმართ გაერთიანებული სამეფოს მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

რიში სუნაკი დღეს პოლონეთში დონალდ ტუსკსა და იენს სტოლტენბერგს შეხვდება და გაერთიანებული სამეფოს მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ყველაზე დიდი პაკეტის გამოყოფას ოფიციალურად გამოაცხადებს.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს