BTU-ს პროექტის „კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის“ ბენეფიციარები სტაჟირებას Travel Guide-ში გადიან

“კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის” - ეს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მასშტაბური პროექტია, რომელსაც ის ტექნოლოგიებში­ ქალთა როლის გასაძლიერებლად, USAID-ის დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის პროგრამის ფარგლებში ახორციელებს. ამჟამად პროექტის პირველი ნაკადის ფარგლებში გადამზადებული ბენეფიციარების დასაქმების პროცესი აქტიურ ფაზაშია. ისინი სხვადასხვა მიმართულების მცირე თუ მსხვილ კომპანიაში წარმატებით საქმდებიან. მათ შორის კი ერთ-ერთია Travel Guide. ეს გახლავთ სამოგზაურო პლატფორმაა სოციალური მედიის ფუნქციონალით.

კომპანია 2017 წელს გამოჩნდა ბაზარზე და მალევე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება, როგორც გლობალური პოტენციალის მქონე კომპანიამ. 2018 წელს Travel Guide დასახელდა Best E-Tourism-ის ნომინაციის გამარჯვებულად, ასევე კომპანიამ მიიღო საერთაშორისო სტარტაპ კონკურსებში საუკეთესო შეფასებები. მისი აპლიკაცია მოგზაურების და ტურისტული ბიზნესების დასაკავშირებლად შეიქმნა. სტარტაპმა 2019 წელს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს კონკურსში გაიმარჯვა და ბიზნესის განსავითარებლად, 100 000 ლარიანი გრანტიც მოიპოვა.

„კოვიდ პანდემიის გამო, ტურისტული ინდუსტრია დაპაუზდა და ახალ რეალობაზე მორგება მოგვიწია. ბოლო 5 წლის მანძილზე, გავაფართოვეთ საკუთარი პროდუქტები და სერვისები. ეს, რა თქმა უნდა, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიმართულებით მოხდა, “ - განმარტავს Travel Guide-ის აღმასრულებელი დირექტორი ელგუჯა ნარიმანაშვილი.

კომპანიაში დღეს ტოპ მენეჯმენტის პოზიციაზე დასაქმებული ადამიანების 60% ქალები არიან.

„ჩვენი ხედვით, აუცილებელია ქალების ტექნოლოგიების მიმართულებით დასაქმების განსაკუთრებული მხარდაჭერა, რისთვისაც სპეციალური სტჟირების პროგრამები გვაქვს. აღნიშნული ქალებს ეხმარება თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამტკიცებასა და კონკურენტუნარიანობის გაზრდაში არა მხოლოდ ჩვენ კომპანიაში, არამედ დასქმების გლობალურ ბაზარზე. დიდი ხანია, ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან. ამ ეტაპზე ჩვენთან სტაჟირებას გადაიან პროექტის "კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის" ბენეფიციარები. უნივერსიტეტთან თანამშრომლობა ქალთა მხარდაჭერისა და გაძლიერების მიმართულებით აუცილებლად გაგრძელდება,“ - აღნიშნავს ელგუჯა ნარიმანაშვილი.

მნიშვნელოვანია, რომ დღეს სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელმა კომპანიებმა, თბილისსა და რეგიონებში დაამსხვრიონ სტერეოტიპები და დაასაქმონ ქალები მოკლევადიანი და/ან გრძელვადიანი თანამშრომლობით, ადგილზე ან დისტანციურად შემდეგი მიმართულებებით: Front-End დეველოპმენტი, Back-End დეველოპმენტი, UI/UX დიზაინი, გრაფიკული დიზაინი, ციფრული მარკეტინგი, ციფრული პროდუქტების ტესტირება.

დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა, გახდნენ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროექტის ოფიციალური პარტნიორი და ჩაერთონ ტექნოლოგიების სფეროში ქალთა გაძლიერების მნიშვნელოვან ინიციატივაში.

(R)

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს