ირაკლი კობახიძე - აქციაზე 9500-დან 2/3 პარტაქტივი, ხოლო 1000-1500 გულწრფელად გამოსული ადამიანი იყო - ქუჩაში დავით კეზერაშვილის და დიმა ჩიქოვანის მიერ 1 000 ლარად დაფინანსებული ადამიანები დგანან

ოპოზიციის აქციებზე დავით კეზერაშვილის და დიმა ჩიქოვანის მიერ 1 000 ლარად დაფინანსებული ადამიანები დგანან - რა თქმა უნდა, გულწრფელი მონაწილეებიც არიან, მაგრამ ნახევარზე მეტი "ენჯეოების", კეზერაშვილისა თუ ხაზარაძის მიერ დაფინანსებული ადამიანია! 9500-დან 2/3 პარტაქტივი, ხოლო 1000-1500 გულწრფელად გამოსული ადამიანი იყო, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

კობახიძე იმასაც ამბობს, რომ 22 აპრილის აქციაზე 350 ადამიანი შეიკრიბა, რომელთა უდიდესი უმრავლესობა დიმა ჩიქოვანის და მამუკა ხაზარაძის პარტაქტივი, მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების წარმომადგენლები იყვნენ.

“ახალგაზრდების ნაწილი პირდაპირ დიმა ჩიქოვანის მიერ არიან დაფინანსებული. “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი - ე.წ. გულწრფელი ახალგაზრდაა იგორ ნარმანია, რომელიც დიმა ჩიქოვანის ხელდასმული ახალგაზრდაა. ის არის “ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის ლიდერი. მას გულწრფელ ახალგაზრდას უწოდებენ. ამ ადამიანს თავისი პოლიტიკური არჩევანი აქვს, გამოვიდეს და რაც უნდა ის გააპროტესტოს - ჩვენ არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებთ, მაგრამ ყველამ კეთილი იქნბოს და შეურაცხყოფას ნურც ჩვენს მხარდამჭერებს მიაყენებენ. ჩვენ არც ერთხელ ამ ადამიანისთვის შეურაცხყოფის მიყენება არ გვიკადრია - არც გულწრფელად გამოსული ადამიანებისთვის და არ პარტაქტივისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, 29 აპრილს “ქართული ოცნება“ მათ ათიათასობით მხარდამჭერს ელოდება.

“როგორც კი 29 აპრილის შეკრება დაანონსდა, ჩვენი მხარდამჭერების წინააღმდეგ შეურაცხყოფის კამპანია დაიწყო - საუბრობენ, რომ 100 ათასი საჯარო მოხელე უნდა მოვიდეს და ასე შემდეგ... ისიც არ იციან, მოხელეების რაოდენობა რამდენია. აქციაზე ჩვენი მხარდამჭერები ყველა სფეროდან იქნებიან და ყველა დაინახავს, თუ რამხელა მხარდაჭერა აქვს მმართველ გუნდს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს