საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ევროკავშირის პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის ელჩებს შეხვდნენ

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე ევროკავშირის პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის (EU PSC) ელჩებს შეხვდნენ.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, ქვეყნის წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევები და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი განიხილეს.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ელჩების დონეზე ეს ვიზიტი შედგა და დღეს ისინი საქართველოში იმყოფებიან. პირველ რიგში, ევროკავშირის წევრების მხრიდან ეს არის საქართველოს მხარდაჭერის კიდევ ერთი გამოხატულება. დელეგაციის ყველა წევრის მიერ დასტურდება, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები მზად არიან, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე დაეხმარონ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. შეხვედრაზე მთელი რიგი საკითხები განვიხილეთ, მათ შორის, საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევები და ევროკავშირში ინტეგრაციის პროგრესი. აღინიშნა, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილებაა, რომელიც ქვეყნის მიღწევებს, ქართველი ხალხის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნებას ეფუძნება და მნიშვნელოვანია ამ მიმართულებებით პროგრესის გაგრძელება, რაც საქართველოს საბოლოო ჯამში, ევროკავშირის წევრობამდე მიიყვანს", - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ელჩებთან შეხვედრისას საუბარი შეეხო ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესს, რომელიც დღეს საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების დღის წესრიგშია.

საპარლამენტო უმრავლესობის და ევროკავშირის პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის ელჩების შეხვედრას ევროკავშირში საქართველოს ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი დაესწრო.

გიორგი კაჭარავა - რა უნდა რუსეთს? რუსული სცენარით კონფლიქტების „მოგვარების“  შემთხვევაში  რა „სარგებელს“ და საფრთხეებს მიიღებს საქართველო?
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
„ბიბლუსმა“ სტამბოლში საქართველოს ფარგლებს გარეთ რიგით მესამე ბიბლიოთეკა გახსნა - „ბიბლუსის“ დელეგაცია მსოფლიო პატრიარქმა მიიღო
„ჰიუნდაი ავტო საქართველოში“ შერჩეულ მოდელებზე მწარმოებლის ბონუსს მიიღებთ
„ვისოლის“ მხარდაჭერით, გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის