This is a modal window.
Beginning of dialog window. Escape will cancel and close the window.
End of dialog window.
დაბადების ადგილი: ქალაქი ზუგდიდი.
2007 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალის სამართლის საბაკალავრო პროგრამა. 2009 წელს მოიპოვა სოციალური მეცნიერებების მაგისტრის ხარისხი ბალტიის საერთაშორისო აკადემიაში. 2009-2011 წლებში სწავლობდა ბალტიის ფსიქოლოგიისა და მენეჯმენტის სკოლაში ადამიანური რესურსების მენეჯმენტს. 2014-2015 წლებში კონრად ადენაუერის ფონდსა და რობერტ შუმანის ინსტიტუტში გაიარა სასწავლო პროგრამა.
2021 წელს მოიპოვა პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
2007 -2010 წლებში იყო ლატვიაში საქართველოს ელჩის თანაშემწე. ამავე წლებში იყო ლატვიის ნაციონალური რადიოს ქართული საინფორმაციო გადაცემის წამყვანი/პროდიუსერი. 2012 წელს მუშაობდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში უფროს სპეციალისტად. 2014-2017 წლებში კი იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი.
2015-2016 წლებში სტაჟირება გაიარა ევროკავშირში. 2017-2020 წლებში ასევე იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და ფრაქციის თავმჯდომარე. 2020-2024 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი.
ფლობს ქართულ, ინგლისურ, რუსულ, ფრანგულ და ლატვიურ ენებს.