თამარ ჩერგოლეიშვილი - ყველა აქციაზე, სადაც სააკაშვილის პლაკატებს ცხვირში „შეგვთხრიან“, აფრიალდება ბანერები, სადაც ვიტყვით, რომ საქართველო ივანიშვილის გარეშე მიშას არ ნიშნავს და ახირებული ავტოკრატების დრო წავიდა - ეს გვჭირდება გასამარჯვებლად

თამარ ჩერგოლეიშვილი - ყველა აქციაზე, სადაც სააკაშვილის პლაკატებს ცხვირში „შეგვთხრიან“, აფრიალდება ბანერები, სადაც ვიტყვით, რომ საქართველო ივანიშვილის გარეშე მიშას არ ნიშნავს და ახირებული ავტოკრატების დრო წავიდა - ეს გვჭირდება გასამარჯვებლად

კერპთაყვანისმცემლებო, თქვენი თავისუფლება იქ სრულდება, სადაც სხვისი იწყება - დიახ, საქართველო ივანიშვილის გარეშე არ ნიშნავს მიშას, ან გაიაზრებთ და თქვენს მაოხრებელ პოლიტიკურ ლეშს ცხვირებში არ შეგვთხრით, ანაც გზავნილი იქნება, რომ ახირებული ავტოკრატების დრო წავიდა, - ამის შესახებ “ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც გუშინ გამართულ აქციას ეხმაურება.

მისი თქმით, ყველა აქციაზე, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი პლაკატები იქნება, იქნება გზავნილიც, რომ „ახირებული ავტოკრატების დრო წავიდა“.

„აბსოლუტურად ყველა აქციაზე, სადაც სააკაშვილის პლაკატებს ცხვირში შეგვთხრიან, აფრიალდება ბანერები, სადაც ვიტყვით, რომ საქართველო ივანიშვილის გარეშე მიშას არ ნიშნავს.

და რომ ახირებული ავტოკრატების დრო წავიდა.

ესაა ჩვენი გზავნილი.

ეს გვჭირდება გასამარჯვებლად.

და დიახ, კერპთაყვანისმცემლებო, თქვენი თავისუფლება იქ სრულდება, სადაც სხვისი იწყება.

ანუ გადაგასწრებთ ხმაურით და ხმაური იქნება იმაზე, რაზეც ჩვენ გვინდა და სწორი გვგონია.

დიახ, საქართველო ივანიშვილის გარეშე არ ნიშნავს მიშას.

ან გაიაზრებთ და თქვენს მაოხრებელ პოლიტიკურ ლეშს ცხვირებში არ შეგვთხრით.

ანაც გზავნილი იქნება, რომ ახირებული ავტოკრატების დრო წავიდა.

და ეს გზავნილი უფრო გახმაურდება თქვენივე დახმარებით.

დაიმახსოვრეთ - თქვენი თავისუფლება იქ მთავრდება, სადაც სხვისი იწყება”, - წერს ჩერგოლეიშვილი.

ცნობისთვის, 28 ნოემბრის თავისუფლების მოედანზე გამართულ საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამომსვლელებს შორის არ ყოფილან "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები. გარდა ამისა, აქციაზე იყო გაშლილი ბანერი, რომელზეც დატანილი იყო, როგორც "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის, ასევე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსახულება წარწერით: "არა! ახირებული ავტოკრატების დრო წავიდა", რასაც ადგილზეც მოჰყვა სიტყვიერი დაპირისპირება. მოგვიანებით, დისკუსიამ სოციალურ ქსელებში გადაინაცვლა, მოქალაქეების ნაწილმა, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ ფაქტი გააპროტესტა და "ფეისბუქზე" დასვა კითხვა, თუ "ვის მოუვიდა აზრად ამ პლაკატების დაბეჭდვა და შემდეგ აქციაზე მოტანა?!", ასევე, "ვინ გადაწყვიტა, რომ ,,ნაციონალური მოძრაობისთვის” სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა არ მიეცა?" წითლიძემ "ოპოზიციის ალიანსი" გააკრიტიკა და მიმართა, რომ: "ანუ, ჩერგოს [თამარ ჩერგოლეიშვილი] მძევლები ხართ მთელი ალიანსი? მართლა გგონიათ, რომ ხალხი თქვენ გამო გამოდის ქუჩაში? სირცხვილია!".