„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობის, დაშინების, დევნის, შევიწროებისა და საქმიანობაში ხელშეშლის 600-ზე მეტი შემთხვევა აღრიცხა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის ძალადობის, თავდასხმის, დაშინების, დევნის, მუქარის, შევიწროებისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის 600-ზე მეტი შემთხვევა აღრიცხა, მათგან 200-მდე მხოლოდ მიმდინარე წელს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მძიმე იყო უწყვეტი პროტესტის ორი წელი დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისთვის, რომელიც 2024 წლის 28 ნოემბერს, „ქართული ოცნების“ მიერ ევროინტეგრაციის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას მოჰყვა.
„მასობრივი დევნა, დაშინება, ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმები ჟურნალისტებზე, დაკავება, დაჯარიმება და ფინანსური წნეხი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ხელში არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენების მიუხედავად, დამოუკიდებელი მედია საქართველოში დარჩა ხმად, რომელიც ვერ გააჩუმეს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის ძალადობის, თავდასხმის, დაშინების, დევნის, მუქარის, შევიწროებისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის 600-ზე მეტი შემთხვევა აღრიცხა, მათგან 200-მდე მხოლოდ მიმდინარე წელს.
ანგარიშისთვის „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი დანაშაულებიდან დეტალური ანალიზისთვის სახელმწიფო ინსტიტუციებისა და „ქართული ოცნების“ გავლენის ქვეშ მყოფი ორგანოების ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოყენების შემთხვევები გამოყო, რაც მიმდინარე წელს თვალსაჩინო ტენდენციად ჩამოყალიბდა და დამოუკიდებელი მედიის შევიწროების ერთ-ერთ მთავარ იარაღადაც იქცა. ამ მიზნით, კვლევისთვის შემდეგი 3 ძირითადი პუნქტი გამოვყავით:
სასამართლო და სამართალდამცველი სისტემა კრიტიკული მედიის წინააღმდეგ.
პარლამენტი, სადაც კრიტიკული კითხვების დასმა ისჯება.
კომუნიკაციების კომისია, როგორც „ქართული ოცნების“ ცენზორი.
თითოეული კატეგორია 2026 წლის მაისიდან ნოემბრის ბოლომდე გამოვლენილ შემთხვევებს აერთიანებს. ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი სხვა ტიპის დანაშაულები ერთიან რაოდენობრივ სტატისტიკაშია თავმოყრილი. აგრეთვე, 2026 წლის იანვარ-აპრილში ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი დანაშაულების ამსახველი შემთხვევების ანალიზი 1-ელ მაისს გამოქვეყნებულ ბლოგშია თავმოყრილი“,- აღნიშნულია ინფორმაცია.
დეტალური ანგარიში იხილეთ ბმულზე.

























