ყიფშიძის ქუჩაზე მკვლელობის ადგილას ექსპერტ-კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ

ყიფშიძის ქუჩაზე მკვლელობის ადგილას ექსპერტ-კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ

ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე მკვლელობის ადგილას ექსპერტ-კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ.

არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ავტოფარეხში მოხდა, მოკლულია 80 წლამდე მამაკაცი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მკვლელობა ცხელ კვალზე გაიხსნა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

სავარაუდო ბრალდებული გადაყვანილია პოლიციის განყოფილებაში და კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები ტარდება.