მიხეილ სააკაშვილი - რა სჭირთ პარტიების წარმომადგენლებს ბათუმში? უკაცრავად და ვის ჩადენილ დანაშაულს აღიარებთ როგორც ფაქტს? - თუ არ შეგიძლიათ თავის უფრო ჭკვიანური არგუმენტებით დაცვა, გაეშვით დიქტატურის თამაშში მონაწილეობას

თუ არ შეგიძლიათ თავის უფრო ჭკვიანური არგუმენტებით დაცვა, გაეშვით დიქტატურის თამაშში მონაწილეობას, ნუ შედიხართ ყალბ იურიდიულ სქოლასტიკაში და წადით სახლში! ასეთია ჩემი აზრი! - ამ განცხადებას საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს, რითაც საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება.
სააკაშვილის თქმით, პროცესებს ზაზა ბიბილაშვილი დააკლდა, მან ასევე აღნიშნა, რომ ანი წითლიძემ სწორად გააკეთა, რომ ყველა "საქმეზე" ცალ-ცალკე მოითხოვა საუბარი.
„რა სჭირთ პარტიების წარმომადგენლებს ბათუმში? მოდით გავმიჯნოთ ცალკეული პირების დანაშაული პარტიებისგანო.
უკაცრავად და ვის მიერ ჩადენილ დანაშაულს აღიარებთ როგორც ფაქტს - ჩემს მიერ კაჩინსკის გასვენებაში მიტანილ გვირგვინს, უკრაინის პრეზიდენტის და ჰილარის გამასპინძლებას, 4 პიჯაკს და 1 პალტოს აღიარებთ დანაშაულად, თუნდაც ვაზაგაშვილის და აფრასიძეების განეიტრალებას და ამისგან პარტიის გამიჯვნას ითხოვთ? ყოჩაღ თქვენ!
თუ არ შეგიძლიათ თავის უფრო ჭკვიანური არგუმენტებით დაცვა, გაეშვით დიქტატურის თამაშში მონაწილეობას, ნუ შედიხართ ყალბ იურიდიულ სქოლასტიკაში და წადით სახლში! ასეთია ჩემი აზრი!
აშკარად დააკლდა ზაზა ბიბილაშვილი მანდაურობას, თუმცა ანი წითლიძემ სწორად გააკეთა, რომ ყველა "საქმეზე" ცალ-ცალკე მოითხოვა საუბარი.
ზაზა სასწრაფოდ მოდი უკან და აჩვენე კლასი და შეახსენე, რომ საუბარია არა რაღაც მოკრიმინალო პარტიაზე, არამედ საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარმატებული პოლიტიკოსების ჯგუფზე, რომელთაც ყველა წინააღმდეგობის მიუხედავად, უამრავი ღალატის ხელში, შექმნა წარმატებული ქართული სახელმწიფო!“- წერს მიხეილ სააკაშვილი.

























