ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში 10 ნოემბრიდან განახლდება

ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში 10 ნოემბრიდან გაგრძელდება.
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სხდომა განახლდება 12:00 საათზე.
ასევე, სარჩელთან დაკავშირებული სხდომები გაგრძელდება 11, 12, 13 ნოემბერს 11:00 საათზე.
საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „საქართველოს პარლამენტის წევრების, “ქართლი ოცნების“ 88 დეპუტატის კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების - „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) - საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე“.
სხდომა, რომელიც 9 ნოემბერს იყო ჩანიშნული, ერთ-ერთი მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და გადაიდო.

























