გრენლანდიის პარლამენტში უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას მხარი 16-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 7-მა თავი შეიკავა

გრენლანდიის პარლამენტში უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას მხარი 16-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 7-მა თავი შეიკავა. შეთანხმების რატიფიცირების წინააღმდეგ ხმა არცერთმა დეპუტატმა მისცა.
გრენლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მუტე ეგედემ განაცხადა, რომ შეთანხმების რატიფიცირება კუნძულისთვის მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს.
ცნობისთვის, აშშ-მა, დანიამ და გრენლანდიამ ამ უკანასკნელის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შეთანხმება სექტემბერში გააფორმეს.
შეთანხმება აშშ-ს საშუალებას აძლევს კუნძულზე არსებული მისი კოსმოსური ბაზა გააფართოოს და დამატებითი ბაზები გახსნას. ასევე, შეთანხმება გრენლანდიის სუვერენიტეტს ადასტურებს.

























