ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსებს არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამთ ენერგეტიკის მხრივ დეესკალაციისთვის, შემდგომში ჩვენც ვიმოქმედებთ - შესაბამისად და საკმაოდ სამართლიანად

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსებს არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამთ ენერგეტიკის მხრივ დეესკალაციისთვის, შემდგომში ჩვენც ვიმოქმედებთ - შესაბამისად და საკმაოდ სამართლიანად

რუსებს არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამთ ენერგეტიკის მხრივ დეესკალაციისთვის, შემდგომში ჩვენც ვიმოქმედებთ - შესაბამისად და საკმაოდ სამართლიანად, - ამის შესახებ განცხადებას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.

„დღეს რუსული ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები იყო პოლტავის რეგიონში, კრემენჩუკში. ჩვენი მიზანი ნავთობგადამამუშავებელი ინფრასტრუქტურა იყო. რუსებს არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამთ ენერგეტიკულ სექტორში დეესკალაციისთვის. მუდმივად - ტერორისტული თავდასხმები ჩვენს ქალაქებზე. შემდგომში ჩვენც ვიმოქმედებთ შესაბამისად და საკმაოდ სამართლიანად", - წერს ზელენსკი.