საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

ვიქტორ ორბანი - ზელენსკის უნგრეთში უკრაინის მიმართ მეგობრულად განწყობილი მთავრობის ხილვა სურს - ისინი, ვინც ბრიუსელის აგენტები არიან, ზელენსკის მეგობრებიც არიან
-189 წუთის წინ
05.05.2025 / 20:52

ვოლოდიმირ ზელენსკის უნგრეთის ხელისუფლებაში უკრაინის მიმართ მეგობრულად განწყობილი მთავრობის მოსვლა

12345678910111213141516171819202122
ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეები
პროფილი
ლაშა ხუციშვილი
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი
ალექსანდრე ელისაშვილი
„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერი
ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
207
პროფილი
ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-:-
Loaded: 0.00%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-:-
 
1x
დღის სხვა სიახლეები
გრიგოლ ბესელია - მზია ამაღლობელი ირაკლი დგებუაძის მიმართ აგრესიული იყო და მიკვირდა, იმიტომ, რომ არ ვართ პოლიციელები ქალებისგან ასეთ აგრესიულ დამოკიდებულებას მიჩვეული - სახეში დაარტყა ხელი, ისეთი ხმა იყო, იმის შემდეგ საერთოდ დაიშალა აქცია

მზია ამაღლობელი ირაკლი დგებუაძესთან აგრესიული იყო და ჩემთვის ძალიან გასაკვირი იყო, იმიტომ, რომ არ ვართ პოლიციელები ქალებისგან, მით უმეტეს, აჭარაში, ასეთ აგრესიულ დამოკიდებულებებს მიჩვეული - იმ წამსვე ხდება [სილის გაწვნა], რეაგირებაც ვერ მოვახდინე, მინდოდა რომ მიმესწრო, რომ რაღაცა არ მომხდარიყო, - ამის შესახებ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა, გრიგოლ ბესელიამ მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განაცხადა.

მისი თქმით, ამაღლობელის დაკავების ღამეს, აქციის მონაწილეები „არაბუნებრივად აგრესიულები იყვნენ“ და ეს მისთვის „იმის მანიშნებელი იყო, რომ რაღაცა უნდა მომხდარიყო“.

„აგრესიული იყო [მზია ამაღლობელი ირაკლი დგებუაძესთან] და ჩემთვის ძალიან გასაკვირი იყო, იმიტომ, რომ არ ვართ პოლიციელები ქალებისგან, მით უმეტეს, აჭარაში, ასეთ აგრესიულ დამოკიდებულებებს. იმ დღეს მოხდა ქალბატონი ციალას დაკავებაც და კიდევ ერთი მანდილოსნის, სახელები და გვარები აღარ მახსოვს იმ ბავშვების. ნაკლებად მქონდა მათთან შეხება. ე.ი. იმდენად იყვნენ მოწადინებულები იმ დღეს რომ „დაკავებულიყვნენ“, რომ მანამდე, ადმინისტრაციული დაკავების დროს, როდესაც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაგვეთავისუფლებინა და არ შეგვესახლებინა დროებითი დაკავების იზოლატორში, უარს აცხადებდნენ გათავისუფლებაზე. არ უნდოდათ რომ გასულიყვნენ....

დგებუაძე ბრუნდება, მერე ქალბატონი მზია პოლიციის ფორმაზე ქაჩავს და ხელს ურტყამს სახის არეში. მერე ხდება ქალბატონი მზიას დაკავება და ეგ იყო და ეგ მაგათ შორის. იმ წამსვე ხდება, რეაგირებაც ვერ მოვახდინე, მინდოდა რომ... ქალბატონი მზია და ქალბატონი ეთერი ერთად იდგნენ. ქალბატონ მზიას არც ვიცნობდი და შეხებაც არ მქონია მანამდე. ქალბატონი ეთერი იყო უფრო აგრესიული, მეც მქონდა კომუნიკაცია იმ დღეს და ვიცი მისი დამოკიდებულება როგორი იყო, განსაკუთრებით თავგამოდებით აგრესიულობით გამოირჩევა ხოლმე. მინდოდა რომ მიმესწრო, რომ რაღაცა არ მომხდარიყო. ის დღე იყო ჩემთვის იმის მანიშნებელი, რომ რაღაცა უნდა მომხდარიყო, იმდენად არაბუნებრივად აგრესიულები იყვნენ აქციის მონაწილეები,“ - განაცხადა ბესელიამ და მზია ამაღლობელის მიერ ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის ფაქტზე ასევე აღნიშნა: „სახეში დაარტყა ხელი. ისეთი ხმა იყოს დარტყმის შემდეგ, დაიშალა საერთოდ აქცია. მართლა გეუბნებით. იმის შემდეგ აქცია საერთოდ აღარც გაგრძელებულა. 3-4 კაცი დარჩა“.

ამასთან, ბესელია აღნიშნავს, რომ გამორიცხულია, ამაღლობელს ან ვინმე სხვას დგებუაძის მიმართ აგრესია ჰქონოდა და უბრალოდ, აქციის მონაწილეებს სურდათ, „ტემპერატურა აწეულიყო“.

„გამორიცხულია ქალბატონ მზიას ან ვინმეს ჰქონოდა დგებუაძის მიმართ აგრესია, ვინაიდან არ არის ეს ბიჭი ისეთი ადამიანი, რომელიც ქალბატონების მიმართ, ან ვინმე დაკავებულის მიმართ აგრესიულებით ან რაღაცით იყოს ან შემჩნეული, ან რაღაცა მსგავსი დამსხდარიყო. მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ იმ დღეს აქციის წევრებს სურდათ რომ ტემპერატურა აწეულიყო,“ - განაცხადა ბესელიამ.

გიორგი ლაბაძე -  ტრამპის ადმინისტრაცია, ნიქსონის მსგავსად, რუსეთის და ჩინეთის ერთობას უკვე გადაჭარბებულ საფრთხედ მიიჩნევს და უფრო სუსტისთვის კოჭის გაგორებით და გამოთიშვით, ცდილობს მოერიოს უფრო ძლიერს
ქართული პრესის მიმოხილვა 05.05.2025
Samsung-ის ეკრანების გლობალური აღიარება - Quantum Dot ტექნოლოგია სერტიფიცირებულია კადმიუმის გარეშე
ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) წევრები PSP ფარმას GDP სტანდარტის სერტიფიცირებულ საწყობს ესტუმრნენ
ბანკი ქართუს განცხადება
Service Clinic - „პორშე ცენტრი თბილისის“ ახალი პროექტი ბათუმში