აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინას მოუწოდებს, დათანხმდეს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის წინადადებას თურქეთში მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. ამის შესახებ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა.
რუსეთის სარაკეტო-საარტილერიო მთავარი სამმართველოს არსენალში ძლიერი აფეთქებები ისმის. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული და უკრაინული გამოცემები ავრცელებენ.
ცნობების თანახმად, ობიექტზე ძლიერი აფეთქება მოხდა და მეორადი აფეთქებები გრძელდება.
რუსული გამოცემა ASTRA-ს ცნობით, აფეთქებები ვლადიმირის ოლქის კირჟაჩის რაიონში მდებარე სამხედრო ნაწილში ისმის. არსებული ცნობებით, მოსკოვიდან კირჟაჩისკენ მიმავალი გზა გადაიკეტა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ბოლი დასახლებულ პუნქტ ბარსოვოზე ჩანს, სადაც სარაკეტო-საარტილერიო მთავარი სამმართველოს არსენალი, სამხედრო ნაწილი #11785 მდებარეობს. აღინიშნება, რომ ეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ყველაზე დიდი არსენალია.