საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

ფრიდრიხ მერცი - ზელენსკი სტამბოლში ჩავიდა, უზარმაზარი დათმობაა, პუტინი არ დაესწრო, მხოლოდ ის არის არასწორი - ახალი სასანქციო პაკეტი მზად არის, მას სამშაბათს ბრიუსელში მივიღებთ
-34 წუთის წინ
16.05.2025 / 00:44

ახალი სასანქციო პაკეტი მზად არის, მას 20 მაისს ბრიუსელში მივიღებთ. ამის შესახებ გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

1234567891011121314151617181920212223
1234567
ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეები
პროფილი
ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
სოზარ სუბარი
პარლამენტის წევრი
ირაკლი ოქრუაშვილი
თავდაცვის ყოფილი მინისტრი
207
პროფილი
ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-:-
 
1x
დღის სხვა სიახლეები
კომპანიები, რომლებიც წიგნის ჩუქების კამპანიაში ერთვებიან - ვის და სად დაასაჩუქრებენ წიგნებით „სოკარი“, „ევროპული სკოლა“, Holiday Inn Tbilisi და „კოკა-კოლა“

საქართველოში წიგნის ჩუქების ყოველწლიური კამპანია უკვე დაიწყო და მასში, ცნობილი თუ არაცნობილი ადამიანების პარალელურად აქტიურად არიან ჩართული კომპანიები. კამპანიაში, რომლის ინიციატორებიც გიორგი კეკელიძე და „ბიბლუსი“ არიან, ტრადიციულად მონაწილეობენ „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ და „ევროპული სკოლა“. Holiday Inn Tbilisi წელს პირველად იღებს მონაწილეობს ამ მნიშვნელოვან ინიციატივაში. „კოკა-კოლა“ კი კამპანიის ფარგლებში საკუთარ ქარხანაში არსებულ ბიბლიოთეკას შეავსებს.

„სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ უკვე მეორე წელია უერთდება ინიციატივას და ამჯერად წიგნებით საკუთარ ავტოგასამართ სადგურებზე მისულ მომხმარებლებს დაასაჩუქრებენ.

„წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, „სოკარ ჯორჯია პეტრლეუმი“ უკვე მეორე წელია, უერთდება „ბიბლუსის“ მიერ ინიცირებულ კამპანიას „აჩუქე წიგნი“. 23 აპრილს ჩვენი ავტოგასამართი სადგურების მომხმარებლებს წიგნებით ვასაჩუქრებთ. ეს არის ჩვენი მხრიდან მცდელობა, მცირე, მაგრამ გულწრფელი წვლილი შევიტანოთ წიგნის კითხვის კულტურის გავრცელებაში. წიგნის ჩუქება არის სიმბოლური გამოხატულება ჩვენი რწმენისა, რომ ცოდნისა და თვითგანვითარების ხელშეწყობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საზოგადოების პროგრესისკენ. გვჯერა, რომ ზოგჯერ ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები უმცირესი ნაბიჯებით იწყება - ერთი წიგნიც კი შეიძლება გახდეს ახალი ხედვის, მოტივაციის და პიროვნული ზრდის დასაწყისი“, – აღნიშნავს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ ბრენდ მენეჯერი ქეთი მთივლიშვილი.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, წელს კამპანიაში „ევროპული სკოლაც“ ჩაერთო.

„წიგნიერება და წიგნიერი მომავალი თაობის აღზრდა „ევროპული სკოლის“ პრიორიტეტია. წიგნის ჩუქების ტრადიცია მსოფლიოს მასშტაბითაა პოპულარული. 1995 წელს იუნესკოს გადაწყვეტილებით 23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღედ გამოცხადდა. მსოფლიოს 195 ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც აღნიშნავენ ამ დღეს და წიგნის გამოფენა-გაყიდვებს აწყობენ. 2019 წელს კი გიორგი კეკელიძემ კომპანია „ბიბლუსთან“ ერთად, 23 აპრილი წიგნის ჩუქების დღედ გამოაცხადა და წამოიწყო კამპანია #აჩუქეწიგნი. აღნიშნულ ინიციატივას ,,ევროპული სკოლა“ დიდი ენთუზიაზმით შეუერთდა და უკვე მეშვიდე წელია, რაც მოსწავლეები თანაკლასელებს, წიგნის კითხვის სიყვარულის ნიშნად, წიგნებს უსახსოვრებენ. ამასთან, გიორგი კეკელიძე ჩვენს მოსწავლეებს ესაუბრა, რატომ უნდა უყვარდეთ წიგნის კითხვა და რაოდენ მნიშვნელოვანია წიგნის ჩუქების ტრადიციის გაგრძელება. ამ დღესთან დაკავშირებით ყოველწლიურად ვაწყობთ შეხვედრებს მწერლებთან, მთარგმნელებსა და გამომცემლობებთან. წელსაც ერთი კვირის განმავლობაში საინტერესო „ლიტერატურული კვირეულია“ დაგეგმილი. გარდა ამისა „ბიბლუსთან“ თანამშრომლობით, ჩვენ საშუალება გვაქვს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებს გავუგზავნოთ წიგნები და დავეხმაროთ ბიბლიოთეკის მოწყობაში“, – გვიყვება „ევროპული სკოლის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ნინო კუსრაშვილი.

წელს პირველად ჩაერთო კამპანიაში Holiday Inn Tbilisi, სადაც აცხადებენ, რომ მათთვის ახალგაზრდების განათლების მხარდაჭერა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.

„მოხარულები ვართ, რომ Holiday Inn Tbilisi წელს პირველად ჩაერთო „ბიბლუსის“ კამპანიაში „აჩუქე წიგნი, აჩუქე თავისუფლება“. ჩვენი გუნდის მიერ შეძენილი წიგნები გაიგზავნება იმ ახალგაზრდებთან, რომელთაც ყველაზე მეტად აქვთ შეზღუდული წვდომა განათლებაზე. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალი თაობის წიგნიერების ხელშეწყობა. გვახარებს, რომ „ბიბლუსის“ მხარდაჭერით გვაქვს შესაძლებლობა, მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ ამ საქმეში. „აჭარა ჯგუფისთვის“ ახალგაზრდების განათლების მხარდაჭერა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. შესაბამისად, ყოველთვის ვცდილობთ, ვიყოთ აქტიური მონაწილეები ინიციატივებში, რომლებიც საერთო ღირებულებებს ეყრდნობა,“ – აღნიშნავს Holiday Inn Tbilisi-ის გენერალური მენეჯერი რუსუდან კალანდაძე.

კამპანიის ფარგლებში „ბიბლუსთან“ უკვე ხუთი წელია “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიაც” თანამშრომლობს.

„ყველაფერი დაიწყო იქედან, რომ ახალ ქარხანაში გადმოსვლის შემდგომ, ბატონ თემურს გაუჩნდა იდეა ბიბლიოთეკა გვქონოდა. ამის შესახებ რომ მითხრა, მაშინვე კოკა-კოლას ბოთლის დიზაინზე გამეფიქრა და ეს იდეა სისრულეში მოვიყვანეთ. პერიოდულად, ახალი, საინტერესო ლიტერატურის გამოცემისთანავე, ბიბლიოთეკას ვავსებ. „კოკა-კოლას“ წიგნების კუთხე ჩვენი სტუმრების ყურადღებასაც იქცევს. ყველას აინტერესებს, რას კითხულობენ ბედნიერების ქარხანაში,” – გვიყვება “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” ადმინისტრაციული მენეჯერი ნინი დარჯანია.

შეგახსენებთ, რომ კამპანიის მთავარი მიზანია წიგნიერების ხელშეწყობა, ცოდნის გავრცელება და განვითარებაა. კამპანიის ფარგლებში, „ბიბლუსმა“ გადაიღო ვიდეორგოლი, რომლის მთავარ გმირს წარმოადგენს მარო მაყაშვილი, თავისუფლების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიმბოლო, რომლის დღიურშიც ნათლად ჩანს აზროვნების, განათლებისა და თვითგანვითარების როლი, რომელიც შინაგანი თავისუფლების განმსაზღვრელი ფაქტორია.

წლების განმავლობაში, კამპანიამ მრავალი ადამიანი გააერთიანა და დღეს უკვე ჩამოყალიბდა, როგორც მნიშვნელოვანი სოციალური აქტივობა, რომელიც ხელს უწყობს თავისუფალი აზროვნების განვითარებას ქვეყანაში.

23 აპრილს „სითი მოლში“ გაიმართება ღონისძიება, რომელიც წიგნისა და კითხვის მოყვარულ უამრავ ადამიანს გააერთიანებს. ამ დღეს შეიძინე წიგნები „ბიბლუსის“ ნებისმიერ ფილიალში და მიიღე ერთი წიგნი საჩუქრად.

(R)

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა