საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration 0:00
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
დღის სხვა სიახლეები
გიორგი ვაშაძე - საქართველოში მიმდინარეობს ახალი ტიპის რუსული ოკუპაცია, ტვინების ოკუპაცია - ივანიშვილის რეჟიმი დაბნეულ, დაღლილ და დანებებულ ადამიანებზე დგას, გამოსავალი? – თავისუფალი გონება!

დღეს საქართველოში მიმდინარეობს ახალი ტიპის რუსული ოკუპაცია – ტვინების ოკუპაცია,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ვაშაძე აღნიშნავს, ივანიშვილის რეჟიმი დაბნეულ, დაღლილ და დანებებულ ადამიანებზე დგას.

„დღეს საქართველოში მიმდინარეობს ახალი ტიპის რუსული ოკუპაცია – ტვინების ოკუპაცია.

რუსულ-ქოცური პროპაგანდა, ფსევდო-მედია და ყალბი ექსპერტები ერთად ქმნიან შფოთვის, ეჭვისა და უნდობლობის სისტემას.

ივანიშვილის მიზანი არ არის დაგაჯეროს. მისი მიზანია – სიმართლე ჩაძიროს ტყუილში, ყოველდღე დაგაბნიოს და დაგაეჭვოს.

როცა ხალხი ამბობს: რა აზრი აქვს? „ყველა ერთნაირია, ვერავის ვენდობი…“ – იქ უკვე იმარჯვებს ივანიშვილი და მისი პროპაგანდა.

სწორად ინფორმირებული და გაბრაზებული ხალხი აპროტესტებს,დაბნეული და დეზორიენტირებული – ნებდება.

ივანიშვილის რეჟიმი დაბნეულ, დაღლილ და დანებებულ ადამიანებზე დგას.

გამოსავალი? – თავისუფალი გონება!

თავისუფალი გონება ქმნის თავისუფალ ადამიანს, თავისუფალი ადამიანი – ქმნის თავისუფალ ერს.

ამიტომ ქვეყნის გათავისუფლება ჯერ გონების გათავისუფლებით უნდა დავიწყოთ!“, - წერს გიორგი ვაშაძე.

გიორგი ანთაძე - ოფიციალურ ციფრებს რომ გავყვეთ, მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი ოპოზიციურად არის განწყობილი, ბოლო მოვლენების ფონზე ეჭვი მეპარება, რომ ეს ხალხი დღეს ხელისუფლების მომხრე გამხდარიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 28.04.2025
Yandex Go-ს ელექტროსკუტერები უკვე თბილისშია
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული სკოლის დამფუძნებლები მთავრობას მიმართავენ