საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

Reuters - ომანში აშშ-ისა და ირანის დელეგაციებს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებები მიმდინარეობს
-230 წუთის წინ
12.04.2025 / 17:03

ომანში აშშ-ისა და ირანის დელეგაციებს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებები მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას

1234567891011121314151617181920
123456
ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეები
პროფილი
ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ანა დოლიძე
პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი
ირაკლი ზარქუა
პარლამენტის წევრი
თეა წულუკიანი
პარლამენტის ვიცე-სპიკერი
207
პროფილი
ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration 0:00
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
დღის სხვა სიახლეები
პაატა ზაქარეიშვილი - თუ საქართველო ევროსაბჭოდან გაირიცხება, რაც ყველაზე მძიმე შედეგი იქნება, ეს გადაწყვეტილება შესაძლოა, ევროკავშირმა გამოიყენოს, რათა საქართველოს მიმართ ვიზალიბერალიზაციას გადახედოს

ყველაზე მძიმე შედეგი იქნება, რომ საქართველო ევროსაბჭოდან გაირიცხოს - მე მაინც იმედი მაქვს, რომ ეს ასე არ მოხდება და შეიძლება, უფრო მძიმე პირობები დაგვიყენონ, რათა [მოთხოვნები] შესრულდეს - თუ ევროსაბჭო მძიმე გადაწყვეტილებას მიიღებს, შეიძლება, ეს ევროკავშირმა გამოიყენოს, რათა გადახედოს საქართველოს მიმართ ვიზალიბერალიზაციას, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე საქართველოს შესახებ დებატების გამართვასთან დაკავშირებით შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, თუ აღმოჩნდება, რომ ევროსაბჭოს რეზოლუცია იქნება ძალიან მკაცრი, ბუნებრივია, ევროკავშირს „რაღაც რეაგირება“ მოუწევს.

„არავინ შეგვაქებს და არ იქნება თავზე ხელის გადასმა. არანაირი განტვირთვა არ იქნება, იქნება მდგომარეობის აშკარა გაუარესება, იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლება, „ქართული ოცნების“ სახით, დემონსტრაციულად არ ასრულებს პირობებს - არ გაუთავისუფლებია პატიმრები, არ დაუნიშნავს ახალი არჩევნები. პირიქით, მძიმდება ადამიანის უფლებები. იქნება ეს ქუჩაში, ჯარიმების, სასამართლოს თუ კანონების კუთხით. ყველა კანონს იღებენ ადამიანის უფლებების წინააღმდეგ. შეგნებულად, დემონსტრაციულად, უტიფრად უტევენ ევროპულ ინსტიტუტებს, ჩვენს შემთხვევაში ევროპის საბჭოს. აშკარად, სხვა შანსს არ უტოვებენ ევროსაბჭოს და ევროპის სხვა ინსტიტუტებს, რომ კიდევ უფრო მკაცრი გადაწყვეტილებები მიიღონ. რა თქმა უნდა, ყველაზე მძიმე შედეგი იქნება, რომ საქართველო ევროსაბჭოდან გაირიცხოს. მე მაინც იმედი მაქვს, რომ ეს ასე არ მოხდება და შეიძლება უფრო მძიმე პირობები დაგვიყენონ, რათა შესრულდეს. მეორე ვარიანტია გადაიტანონ გარკვეული ვადით, რათა არ დასაჯონ საქართველო ბოლომდე. მიუხედავად იმისა, რომ ევროსაბჭოს ევროკავშირთან პირდაპირი ბმა არ აქვს, თუ მძიმე გადაწყვეტილება იქნება, ევროკავშირმა შეიძლება ეს გამოიყენოს, რათა გადახედოს საქართველოს მიმართ ვიზალიბერალიზაციას. ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი იქნება ის არგუმენტები, სადაც დარწმუნდება, საქართველო უბრუნდება თუ არა ევროკავშირის გზას. თუ აღმოჩნდება, რომ ევროსაბჭოს რეზოლუცია იქნება ძალიან მკაცრი, ბუნებრივია, მათ მოუწევთ რაღაც რეაგირება,“ - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

მან, ასევე თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსზე დასმულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ კონკურსი იმისთვის გამოაცხადეს, რომ ხელი შეუწყონ ადგილობრივი არჩევნების მნიშვნელობის შესახებ პროპაგანდას.

ზაქარეიშვილის თქმით, ტყუილია ინფორმაცია, რომ ეს გრანტი პარტიების დახმარებას ითვალისწინებს მიზნად.

„ბრიტანელები ქართველებისაგან განსხვავებით, საქართველოს კონსტიტუციას კითხულობენ. კითხულობენ, რომ წელს საქართველოს ადგილობრივი არჩევნები უწევს. ადგილობრივი არჩევნები ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში, მით უმეტეს, ევროპაში, ითვლება უფრო დემოკრატიულ ინსტიტუტად, ვიდრე საპარლამენტო არჩევნები. ბრიტანეთმა ეს იცის და უნდა, ხელი შეუწყოს ადგილზე პროპაგანდას, თუ რა არის ადგილობრივი არჩევნები. არა მარტო ბრიტანეთი, იმედია ევროკავშირიც ამ ტიპის რაღაცას გააკეთებს. ამერიკას ამისთვის არ სცალია, თორემ USAID-ი რომ არსებობდეს, ალბათ, ჩართული იქნება. ეს არ არის პარტიების დახმარება, ეს არის ტყუილი. ეს არის აბსოლუტურად პროპაგანდა [„ქართული ოცნების“ მხრიდან] ისევ და ისევ თავისი ამომრჩევლების მიმართ,“ - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

გარდა ამისა, ის გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ მტკიცებას, რომ საქართველო იმის გამო ისჯება, რომ ჩვენს ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნას არ დათანხმდა და განაცხადა, რომ „ეს არის ბოდვა“.

ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ეს არის ტიპური რუსული დემაგოგია, რათა მტრის ხატი გარეთ შექმნან. პოლიტოლოგი აღნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას“ რუსეთზე აქვს მთავარი იმედები დამყარებული და ამიტომ მტრის ხატად ევროპას აყალიბებს.

„მეორე ფრონტი არის ბოდვა. ვერავინ, ვერც ერთი მტკიცებულება ვერ მოიტანა, რომ ვინმეს უნდოდა საქართველოში მეორე ფრონტი გაეხსნა. არც ერთ პოლიტიკურ პარტიას თავისი რეზოლუციით, განცხადებით, ყრილობის გადაწყვეტილებით, არ მოუწოდებია საქართველოსთვის და საქართველოს მოსახლეობისთვის, რომ მომზადებულიყვნენ ომისათვის რუსეთის წინააღმდეგ, ვინაიდან უკრაინაში ომი მიდის. არც ერთ სახელმწიფო ორგანოს უცხოეთიდან არც რეზოლუციით, პარლამენტის გადაწყვეტილებით, არანაირი პოლიტიკური პარტიის მიერ არ ყოფილა არანაირი მოწოდება. უკრაინა რომ უკრაინაა, მათი მხრიდანაც კი პარლამენტის და პრეზიდენტის დონეზე არ ყოფილა მოწოდება. თუ რამე მომხდარა, თითო ოროლა ინდივიდი იყო, რომელსაც ასეთი მოწოდება გაუკეთებია. ეს არ არის ჩარევა, ყველა ადამიანს აქვს უფლება, თავისი აზრი ჰქონდეს. „ქართლი ოცნების“ მთელი უბედურება ის არის, რომ ისინი სახელმწიფოს აიგივებენ რომელიმე პერსონის განცხადებას, რაც არის სამარცხვინო. არც ერთ სახელმწიფოს, სახელმწიფო ინსტიტუტს არ მოუწოდებია არასდროს საქართველოსთვის ომისკენ. ეს არის ბოდვა, მათ თავში მოიხარშა, შეითითხნა ეს მოსაზრება და ამით კვებავენ მხოლოდ თავის ამომრჩევლებს. ვინაიდან წინ თვითმმართველობის არჩევნებია, ამ განცხადებებით თავიანთ ამომრჩევლებს კვებავენ,“ - აღნიშნა კონფლიქტოლოგმა.

ამასთან, ის გადაცემაში რუსეთის მიერ კრივი-რიჰზე თავდასხმას გამოეხმაურა, რა დროსაც 18 ადამიანი, მათ შორის, 9 ბავშვი დაიღუპა და აღნიშნა, რომ „ეს არის ყოვლად მიუღებელი, სამარცხვინო, არასამხედრო ოპერაცია“.

ზაქარეიშვილი აღნიშნავს, რომ „პუტინი ტრამპს დასცინის“.

„პუტინს უნდა და ჯერჯერობით გამოსდის, რომ მართოს ტრამპის ნება. ტრამპი აშკარად გაჭედილია თავისი კონცეფციაში. დანიშნა პირობები, თარიღები. აღმოჩნდა, რომ არც უკრაინა და არც რუსეთი არ არიან მზად, რომ მის თარიღებში და პირობებში ჩაეტიონ,“ - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

მარინა ჩიტაშვილი - ვერ ვხედავ ისეთ პოლიტიკურ აქტივობას, რომ ჩემს ქვეყანაში ავტორიტარიზმი არ გაფორმდეს
ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნების“ განზრახვაა, 21-ე საუკუნეში ანდროპოვისა და ჩერნენკოს დროინდელი წესრიგის, სახელმწიფო აპარატისა და უშიშროების მარწუხებში მოქცეული, კორუფციაში ჩამხრჩვალი ავტორიტარიზმის განმტკიცება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.04.2025
თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი სააღდგომო შეთავაზებები
ტერაბანკი და „შაინ ენერჯი“ მზის ელექტროსადგურების მშენებლობის მსურველებს მწვანე სესხს სთავაზობენ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა: აშშ-ის ტარიფები: ლარის კურსზე უფრო ნეიტრალური, ხოლო ზრდაზე ზომიერად უარყოფითი
Cashback-ის და Visa-ს სააღდგომო აქცია ლიბერთის მომხმარებლებისთვის
„თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლის“ დამფუძნებელი ნათია ჯანაშია სკოლის თანამშრომლებს ღია წერილით მიმართავს
ბათუმში უძრავ ქონებაში ინვესტიცია: რა ქმნის რეალურ შემოსავალს?
trivo - ციფრული გადაწყვეტა საგადასახადო რისკების უკეთესად მართვისთვის
PSP ფარმას GDP სტანდარტთან შესაბამისობის სერტიფიკატი მეორედ მიენიჭა