საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართავს
-227 წუთის წინ
08.04.2025 / 11:26

„ნაციონალურის მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია

123456789101112131415
ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეები
პროფილი
თეა წულუკიანი
პარლამენტის ვიცე-სპიკერი
ბიძინა ივანიშვილი
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ოქრუაშვილი
თავდაცვის ყოფილი მინისტრი
შალვა პაპუაშვილი
პარლამენტის თავმჯდომარე
207
პროფილი
ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-:-
Loaded: 0.00%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-:-
 
1x
დღის სხვა სიახლეები
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, Erasmus+ ფარგლებში, სტუდენტებისთვის ინოვაციური ტრენინგკურსი ჩატარდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, Erasmus+ საგრანტო პროგრამის - „ისწავლე - გააუმჯობესე - გაყიდე - მიაღწიე წარმატებას“ (LISS24 - Learn – Innovate – Sell – Succeed;) ფარგლებში, ინსტიტუციური გაძლიერების პროექტის ეგიდით დაგეგმილი ტრენინგკურსი - „ინოვაციური კომპეტენციები: როგორ გავიუმჯობესოთ სამეწარმეო და ინოვაციური უნარები“ ჩატარდა. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მისივე ცნობით, კურსი მოიცავდა ინოვაციური და სამეწარმეო ბიზნესიდეების გენერირების ტექნიკისა და ბიზნესის მოდელირების ძირითად თემებს, მეწარმეობის თეორიულ ჩარჩოებს და პრაქტიკულ სავარჯიშოებს, რომლის ფარგლებშიც სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის მეწარმეობის მენეჯმენტის პროგრამის აკადემიურმა პერსონალმა და მოწვეულმა ტრენერებმა, სტუ-ის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ჩაატარეს სესიები თემებზე: მეწარმეობა გლობალურ გარემოში და თანამედროვე ტენდენციები; წარმატებული ინოვაციური ბიზნესქეისების შესწავლა; ბაზრის კვლევა და მომხმარებელთა საჭიროებების იდენტიფიცირება; ინოვაციური კომპეტენციები და მისი გავლენა სამეწარმეო ბიზნესზე; კრეატიული იდეების გენერირების ტექნიკები - ბრეინშტორმინგი; სამეწარმეო პროექტების ბიუჯეტირება; პრობლემების გადასაწყვეტი ჯგუფური პროცედურა და დიზაინ აზროვნება; ბიზნესმოდელის შემუშავება და ღირებულების წინადადების დახვეწა; პრეზენტაციის უნარები და კონკურსისთვის მომზადება.

სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ბორის გითოლენდიას თქმით, ტრენინგპროგრამის მიმდინარეობისას სტუდენტებმა, კანვას ბიზნესის მოდელზე დაყრდნობით, სხვადასხვა სამეწარმეო პროექტებზე იმუშავეს და ტრენინგების დასკვნით ეტაპზე პროექტის პრეზენტაციები წარმოადგინეს.

„მიმდინარე წლის მაისის ბოლოს, ასევე, დაგეგმილია მორიგი ტრენინგსემინარი თემაზე - „B2B გაყიდვების მენეჯმენტი“ და, ასევე, ამავე წელს, საქართველოში, პირველად პროექტის ფარგლებში, ჩატარდება “გაყიდვების ჩემპიონატი”, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უმასპინძლებს. პროექტი LISS24-ი მიზნად ისახავს ინოვაციური კომპეტენციების ამაღლებას საინჟინრო განათლებაში. კერძოდ, საინჟინრო და სხვა პროგრამის სტუდენტებისათვის, პროდუქციის ე.წ. „გაყიდვების“ სწავლების კულტურის დანერგვას, B2B გაყიდვების კომპეტენციის გაძლიერებით. LISS24-ის ეგიდით, დაგეგმილია სასწავლო კურსების დანერგვა და განათლებაზე ორიენტირებული გაყიდვების ლაბორატორიის - Sales Lab-ის მოწყობა, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ამოქმედდება ”, - აცხადებს გითოლენდია.

სტუ-ის ინფორმაციით, ტრენინგკურსის მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ. ღონისძიებაში მონაწილეობა შეეძლო სტუ-ის ნებისმიერ სტუდენტს, რომელსაც აქვს ინოვაციური სამეწარმეო იდეა და სურს ის რეალურ ბიზნესპროექტებად აქციოს.

ცნობისთვის, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროექტის ინსტიტუციურ კოორდინაციას ახორციელებს სტუ-ის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისი, ხოლო პროექტის შედეგების პირველადი პილოტირება ხორციელდება სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე, სადაც ასევე იმართება პროექტის ეგიდით დაგეგმილი ძირითადი ღონისძიებები, რაც სტუდენტთა პროფესიული ზრდის დამატებით შესაძლებლობას იძლევა.

პროექტი „ისწავლე - გააუმჯობესე - გაყიდე - მიაღწიე წარმატებას“ (LISS24 - Learn – Innovate – Sell – Succeed) დაფინანსებულია ევროკავშირის Erasmus+ პროგრამის KA 102 აქტივობის ფარგლებში და ის 2026 წელს დასრულდება.

ლევან ალაფიშვილი - ცესკო-ს თავმჯდომარემ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც არჩევნებზე დაკვირვება, უბრალოდ შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.04.2025
ჰარვარდის უნივერსიტეტი კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით აღმასრულებელი ლიდერობის პროგრამას იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარი-მარტის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
რეალური თუ ყალბი QLED ტელევიზორები? Samsung-ის კონკურენტი ჩინური კომპანიები სამართლებრივ დავაში აღმოჩნდნენ