საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

პროკურატურა ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ 20 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას მოითხოვს
-222 წუთის წინ
08.04.2025 / 10:11

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ, რომელსაც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის

12345678910111213141516
ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეები
პროფილი
ირაკლი ოქრუაშვილი
თავდაცვის ყოფილი მინისტრი
შალვა პაპუაშვილი
პარლამენტის თავმჯდომარე
ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
207
პროფილი
ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:02
Duration -:-:-
Loaded: 0.00%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-:-
 
1x
დღის სხვა სიახლეები
დამკვირვებლები კენჭისყრის შენობაში ამომრჩევლისთვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამორთმევას ვერ შეძლებენ

ცესკოს დადგენილებით, არჩევნების დღეს, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებისთვის რიგი შეზღუდვები დაწესდა, მათ შორის სიახლეა ის, რომ დამკვირვებლები კენჭისყრის შენობაში ამომრჩევლისთვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამორთმევას ვერ შესძლებენ.

გარდა ამისა, იკრძალება ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატზე გამოტანილი ამომრჩევლის მონაცემების, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატიდან ამობეჭდილი ამომრჩევლის ვერიფიკაციის დამადასტურებელი ქვითრისა და ამომრჩევლის მიერ საარჩევნო ბიულეტენზე გაკეთებული არჩევანის ფოტოვიდეოგადაღება ან სხვაგვარი დამუშავება.

ცვლილებები “კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ დადგენილებაში აისახა.

ცესკო მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. საარჩევნო ადმინისტრაციის განმარტებით, ცესკომ ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემებისა და გაკეთებული არჩევანის გამჟღავნებისგან დაცვის მიზნით კენჭისყრის პროცედურები დააზუსტა და “საარჩევნო კოდექსით“ გათვალისწინებულ არცერთ უფლებას არ ზღუდავს.

“მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებამდე ხუთი თვე რჩება. საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების მაღალპროფესიულ დონეზე ორგანიზებისათვის მუშაობას აგრძელებს.

ამ მიზნით შესაბამის სამართლებრივ აქტში რამდენიმე პროცედურა დაზუსტდა. კერძოდ, ელექტრონული ტექნოლოგიებით კენჭისყრის ჩატარებისას, “საარჩევნო კოდექსითა“ და დადგენილებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, დაუშვებელია კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ნებისმიერი პირის მიერ:

ა) კენჭისყრის ოთახში ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება;

ბ) ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ჩვენების მოთხოვნა, მათ შორის, გამორთმევა;

გ) ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატზე გამოტანილი ამომრჩევლის მონაცემების, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატიდან ამობეჭდილი ამომრჩევლის ვერიფიკაციის დამადასტურებელი ქვითრისა და ამომრჩევლის მიერ საარჩევნო ბიულეტენზე გაკეთებული არჩევანის ფოტოვიდეოგადაღება ან სხვაგვარი დამუშავება.

აღსანიშნავია, რომ “საარჩევნო კოდექსი“ ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების დამუშავებას და/ან გამჟღავნებას ყოველთვის კრძალავდა, რასაც კანონის თანახმად ამომრჩევლის სიების ორი ვერსიის არსებობა ადასტურებს.

ერთი - სიის საჯარო ვერსია, რომელიც ყველა დაინტერესებულ უფლებამოსილ მხარეზე გაიცემა და მეორე, საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილი ვერსია - ვერიფიკაციის აპარატებში ჩატვირთული სიები ამომრჩეველთა ყველა პერსონალური მონაცემების ჩათვლით. ეს უკანასკნელი ვერსია საჯარო ინფორმაციას არ წარმოადგენს და შესაბამისად, მისი გადაღება ან სხვაგვარი დამუშავება კანონით აქამდეც აკრძალული იყო.

დამკვირვებელთა უფლებებიც სრულადაა გაწერილი “საარჩევნო კოდექსის“ 41-ე მუხლით და არცერთი აღნიშნული უფლება ცესკოს დადგენილებით არ შეუზღუდავს და ვერც შეზღუდავდა. ცესკომ მხოლოდ დააზუსტა კენჭისყრის პროცედურები ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემებისა და გაკეთებული არჩევანის გამჟღავნებისგან დაცვის მიზნით.

როგორც ჩანს, ხსენებული დადგენილების კრიტიკოსები კარგად არ იცნობენ მოქმედ საკანონმდებლო რეგულაციებს ან შესაძლოა, მიზანმიმართულად ცდილობენ მათ დამახინჯებულ ინტერპრეტაციას. სხვაგვარად, რთულია აიხსნას ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვის მაღალი სტანდარტის, მათ მიერ რეგისტრაციის პროცესზე დაკვირვების შეზღუდვად გასაღების ეს მცდელობა. ასევე, ზოგადად, გასულ არჩევნებზე, მათი მხრიდან გამოწვეული არაერთი ინციდენტი საარჩევნო პროცედურებზე დაკვირვების, ფოტოვიდეოგადაღებისა და ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვის კანონის დარღვევის კუთხით.

აშკარაა, რომ სამწუხაროდ, საქმე გვაქვს არა საარჩევნო პროცესის სამართლიანობაზე ზრუნვასთან, არამედ უკვე კარგად ნაცნობ გეგმასთან, როდესაც პოლიტიკურად ანგაჟირებული პირები სოციალურ ქსელში ავრცელებენ დეზინფორმაციას, იმ მიზნით რომ შემდეგ ეს თემა განავრცოს და გაავრცელოს ზოგიერთმა მიკერძოებულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ და მედიასაშუალებამ, საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისთვის.

საარჩევნო ადმინისტრაცია ზედმიწევნით იცავს და მომავალშიც დაიცავს კანონმდებლობის ყველა მოთხოვნას და არ მისცემს არავის უფლებას, შეცდომაში შეიყვანოს ამომრჩეველი და დაამკვიდროს მანიპულაციური აღქმები საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხთან მიმართებაში“, - ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ლევან ალაფიშვილი - ცესკო-ს თავმჯდომარემ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც არჩევნებზე დაკვირვება, უბრალოდ შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.04.2025
ჰარვარდის უნივერსიტეტი კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით აღმასრულებელი ლიდერობის პროგრამას იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარი-მარტის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
რეალური თუ ყალბი QLED ტელევიზორები? Samsung-ის კონკურენტი ჩინური კომპანიები სამართლებრივ დავაში აღმოჩნდნენ