საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

ავჭალაში, კორპუსის ლიფტის შახტში ჩავარდნის შედეგად 13 წლის ბიჭი გარდაიცვალა
12.04.2025 / 23:58
12.04.2025 / 23:58

ავჭალის დასახლებაში, ლიფტის შახტში 13 წლის ბიჭი ჩავარდა. არსებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევა ე.წ ტიტანიკის სახელით

1234567891011121314151617181920
1234567
ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეები
პროფილი
გიორგი გახარია
ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე
ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი
ბიძინა ივანიშვილი
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი
207
პროფილი
ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-:-
Loaded: 0.00%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-:-
 
1x
დღის სხვა სიახლეები
იაგო კაჭკაჭიშვილი - თორნიკე რიჟვაძეს არც მოსვლას ეკითხებოდა ვინმე და არც წასვლას, უთხრეს, რომ თანამდებობა უნდა დაეტოვებინა და არჩევანი არ ჰქონდა, გრიგოლ ლილუაშვილის რეგიონებში გადასროლა კი ადგილობრივ არჩევნებს უკავშირდება

თორნიკე რიჟვაძეს არც მოსვლას ეკითხებოდა ვინმე და არც წასვლას. უთხრეს, რომ თანამდებობა უნდა დაეტოვებინა და სხვა არჩევანი არ ჰქონდა. არ ვფიქრობ, რომ ვინც რიჟვაძეს ჩაანაცვლებს, მენეჯმენტში დაეხმარება „ქართულ ოცნებას“, - ამის შესახებ სოციოლოგმა იაგო კაჭკაჭიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

როგორც იაგო კაჭკაჭიშვილმა თორნიკე რიჟვაძის მიერ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვებაზე საუბრისას აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს სურს შექმნას შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება მუშაობს და ცვლილებები ხორციელდება.

„ეს მისი გადაწყვეტილება არ არის. ეს გადაწყვეტილება მიაღებინეს, უთხრეს, რომ თანამდებობა უნდა დაეტოვებინა და სხვა არჩევანი არ ჰქონდა. ჩემი აზრით, „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს სურს შექმნას შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება მუშაობს, ცვლილებები ხორციელდება ვითარების გასაუმჯობესებლად. ბოლო თვეებია, „ქართული ოცნება“ ჩამოყალიბდა სადამსჯელო ხელისუფლებად, სტრუქტურად, რომელიც მხოლოდ ბრუტალურ კანონებს გამოსცემს, აპატიმრებს, სჯის, აჯარიმებს. ქვეყანაში არაფერი ხდება ნეგატიური მოვლენების გარდა. არ ვფიქრობ, რომ ვინც რიჟვაძეს ჩაანაცვლებს, მენეჯმენტში დაეხმარება „ქართულ ოცნებას“,- აღნიშნა კაჭკაჭიშვილმა.

რაც შეეხება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე რიჟვაძეს თბილისის პოლიციის უფროსი, სულხან თამაზაშვილი ჩაანაცვლებს, რომელიც სანქცირებულია, იაგო კაჭკაჭიშვილის შეფასებით, „ქართული ოცნება“ ჯიბრში უდგას დასავლეთს, რომელიც „ქართულ ოცნებაში“ ავტორიტარიზმის აღზევებას და გაძლიერებას აკრიტიკებს.

„ჩვენ ვხედავთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების და იდეოლოგების განცხადებებს. თითქოს, „ქართული ოცნება“ ჯიბრში უდგას დასავლეთს, რომელიც „ქართულ ოცნებაში“ ავტორიტარიზმის აღზევებას და გაძლიერებას აკრიტიკებს. კრიტიკა წამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატებიდანაც, სახელმწიფო დეპარტამენტიდან. ვხედავთ, რომ ყველა ასეთ წინააღმდეგობას, შიგნით თუ გარეთ „ქართული ოცნება“ კი არ იღებს ობიექტურ კრიტიკად, იღებს როგორც გამოწვევას და ცდილობს უპასუხოს ხისტი რეაქციით. როდესაც დიდმა ბრიტანეთმა სანქცია დაუწესა შს მინისტრს, რამდენიმე დღის შემდეგ დააწინაურეს, ორდენიც გადასცეს. ეს შეჯიბრება დასავლურ, ცივილიზებულ ქვეყნებსა და „ქართული ოცნების“ ავტორიტარულ ხელისუფლებას შორის გრძელდება. კარიკატურულ ფორმას იღებს, ამ ბრძოლაში „ქართული ოცნება“ ვერ გაიმარჯვებს“, - აღნიშნა კაჭკაჭიშვილმა.

რაც შეეხება საკადრო ცვლილებას საქართველოს მთავრობაში, მათ შორის რეგიონული განვითარების მინისტრად სუს-ის უკვე ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის გადაყვანას, კაჭკაჭიშვილის შეფასებით, „ლილუაშვილის ამ ფლანგზე გადასროლა ადგილობრივ არჩევნებს უკავშირდება“.

„ჩემი აზრით, ამ საკადრო ცვლილების ძირითადი შინაარსი დაკავშირებულია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან, რეგიონებთან, მცირე ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებთან. მუნიციპალიტეტების დონეზე ხდება ხელისუფლების დაკომპლექტება. ძალიან მნიშვნელოვანია სუსი შევიდეს რეგიონებში, მუნიციპალიტეტებში, ყველაზე უფრო მცირე საარჩევნო ერთეულებში. ვფიქრობ, ლილუაშვილის ამ ფლანგზე გადასროლა უკავშირდება ადგილობრივ არჩევნებს, ხელისუფლების მხრიდან თავის დაზღვევას, რომ ადგილობრივ არჩევნებში არ დაკარგონ ძალაუფლება, თუნდაც იმ ფონზე, რომ არ არის ნათელი ოპოზიცია მიიღებს თუ არა მონაწილეობას“, - აღნიშნა კაჭკაჭიშვილმა.

გარდა ამისა, მან ოპოზიციასა და საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილის შორის კოორდინაციაზეც ისაუბრა. როგორც იაგო კაჭკაჭიშვილმა აღნიშნა, „ოპოზიციურ ფლანგზე კრიზისია“, ვხედავთ უკუსვლებს, განხეთქილების და ბზარების გაღრმავებას“.

„ეს კრიზისი ეხება იმას, რომ არ არსებობს ინოვაციური პროექტები, ან იდეები. არ არსებობს სოლიდარობა ოპოზიციურ ფლანგზე იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც თანხმობა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს შორის შესაძლოა არსებობდეს. აქამდე ოპოზიცია ახერხებდა სალომე ზურაბიშვილის გარშემო გამაერთიანებლებით ყოფილიყო - ეს იყო პარლამენტში არ შესვლა, პოლიტიკური პატიმრების გამოშვება, ახალი არჩევნები...ჯერ არ ჩანს, რომ ამ მიმართულებით განხეთქილებაა, მაგრამ ფაქტია, ოპოზიციურმა პარტიებმა წინ ვერ წაიწიეს სოლიდარობის გზაზე . ვხედავთ უკუსვლებსაც, განხეთქილების თუ ბზარების გაღრმავებას. ეს ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩევლებში მათ მიმართ იმედგაცრუებას ზრდის“, - აღნიშნა კაჭკაჭიშვილმა.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილთან შექმნილ „წინააღმდეგობის კომიტეტზეც“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, შეძლებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკური სპექტრის კოორდინაციას, ვინაიდან „ფაქტია რომ აქ მას უჭირს“.

„მე ნიჰილიზმს ზურაბიშვილის გარშემო შექმნილ პლატფორმასთან დაკავშირებით ვერ გავიზიარებდი. ვხედავთ შედეგებს, რაც სალომე ზურაბიშვილის და პლატფორმის პოლიტიკურმა აქტიურობამ მოიტანა. ეს შესაძლოა საქართველოს შიგნით ასეთი თვალსაჩინო არ არის, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ საქართველოში არსებულ ვითარებას მნიშვნელოვან წილად განსაზღვრავს ჩვენი საგარეო პარტნიორების დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ. სალომე ზურაბიშვილის ლიდერობით და სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერების მონაწილეობით, მხოლოდ წარმატებას აღწევს ოპოზიციური ფლანგი. ევროკავშირის სტრუქტურების მხრიდან „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მოიპოვა ლეგიტიმაციის ნასახიც კი. ამ დელეგიტიმაციის ფერხულში ჩაერთო აშშ, სახელმწიფო დეპარტამენტი. აქ რომ არ დაინახო ზურაბიშვილის ან ოპოზიციური პარტიების ლიდერების როლი იქნება უმადურობა. ჩნდებოდა შთაბეჭდილება, რომ ზურაბიშვილს ოპოზიციურ ფლანგზე წინ წასვლის, ან წინააღმდეგობის მოძრაობას მეტი რესურსი არ აქვს. ამ შთაბეჭდილებას თითქოს აქარწყლებს მისი ბოლო დღეებში გააქტიურებული პოზიციები, მისი აქტიურობა, შეხვედრები. თუ ზურაბიშვილი შეძლებს გარედან გააღრმაოს ქვეყნის გარეთ „ქართული ოცნების“ დელიგიმიტაციის პროცესი, მაშინ ეს ნიშნავს, რომ გარკვეული პოტენცია კიდევ აქვს დარჩენილი. ძალიან მნიშვნელოვანია, შეძლებს თუ არა ის პოლიტიკური სპექტრის კოორდინაციას, ფაქტია აქ მას უჭირს. ზურაბიშვილის ჩართულობის საწინააღმდეგო განცხადებების მოვისმინეთ ოპოზიციური პარტიების მხრიდან. თუ ზურაბიშვილი არ იქნება, ის უნდა ჩანაცვლდეს. ზურაბიშვილის ადგილზე ვერ გაჩნდება თეთრი ადგილი, სიცარიელე. თუ სიცარიელე გაჩნდება, ეს იქნება უკუსვლა და არა წარმატება ოპოზიციურ სცენაზე“,- აღნიშნა კაჭკაჭიშვილმა.

მარინა ჩიტაშვილი - ვერ ვხედავ ისეთ პოლიტიკურ აქტივობას, რომ ჩემს ქვეყანაში ავტორიტარიზმი არ გაფორმდეს
ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნების“ განზრახვაა, 21-ე საუკუნეში ანდროპოვისა და ჩერნენკოს დროინდელი წესრიგის, სახელმწიფო აპარატისა და უშიშროების მარწუხებში მოქცეული, კორუფციაში ჩამხრჩვალი ავტორიტარიზმის განმტკიცება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.04.2025
თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი სააღდგომო შეთავაზებები
ტერაბანკი და „შაინ ენერჯი“ მზის ელექტროსადგურების მშენებლობის მსურველებს მწვანე სესხს სთავაზობენ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა: აშშ-ის ტარიფები: ლარის კურსზე უფრო ნეიტრალური, ხოლო ზრდაზე ზომიერად უარყოფითი
Cashback-ის და Visa-ს სააღდგომო აქცია ლიბერთის მომხმარებლებისთვის
„თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლის“ დამფუძნებელი ნათია ჯანაშია სკოლის თანამშრომლებს ღია წერილით მიმართავს
ბათუმში უძრავ ქონებაში ინვესტიცია: რა ქმნის რეალურ შემოსავალს?
trivo - ციფრული გადაწყვეტა საგადასახადო რისკების უკეთესად მართვისთვის
PSP ფარმას GDP სტანდარტთან შესაბამისობის სერტიფიკატი მეორედ მიენიჭა