საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

დონალდ ტრამპი ჩინეთისთვის ტარიფს 125%-მდე ზრდის, ხოლო სხვა ქვეყნებისთვის 90 დღით აპაუზებს
-123 წუთის წინ
09.04.2025 / 22:19

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სხვა ქვეყნებისთვის ტარიფების შემოღებას 90 დღით აპაუზებს, ჩინეთისთვის კი 125%-მდე

1234567891011121314151617181920212223
123456
ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეები
პროფილი
გიგი წერეთელი
„ევროპული საქართველოს“თავმჯდომარე
თინათინ ხიდაშელი
თავდაცვის ყოფილი მინისტრი
ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი
207
პროფილი
ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:01
Duration -:-:-
Loaded: 0.00%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-:-
 
1x
დღის სხვა სიახლეები
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების სექტორის კვლევის პრეზენტაცია გამართა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების სექტორის კვლევის პრეზენტაცია გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას სებ-ი ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პრეზენტაციას ფინანსური და ბიზნეს სექტორის და საჯარო უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კვლევა საქართველოში ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების ბაზრის მიმოხილვას, სექტორის საკრედიტო პორტფელის ანალიზსა და ალკოჰოლური სასმელების წარმოების ფინანსურ მაჩვენებლებს მოიცავს.

ღონისძიება სიტყვით გახსნეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ, რომლის თქმით, ალკოჰოლური სასმელების სექტორი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო მიმართულება და ფინანსური კონტრიბუტორია ქვეყნის ეკონომიკაში.

მისივე განცხადებით, აღნიშნული საკითხების განხილვა მნიშვნელოვანია როგორც საფინანსო ინსტიტუტებისთვის პროექტების გადახდისუნარიანობის შეფასებისას და მათ დაკრედიტებაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ასევე სექტორში მოქმედი კომპანიებისა და პოლიტიკის გამტარებლებისთვის.

„ღვინის სამშობლოში, ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების სექტორი არის სტრატეგიული თავისი მნიშვნელოვნებიდან და ამავდროულად სიმბოლური დატვირთვიდან გამომდინარე. ამასთან, აღნიშნულ სექტორს მნიშვნელოვანი როლი აქვს ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობაში. მიუხედავად გამოწვევებისა, სექტორი აგრძელებს სტაბილურად ზრდას და ინარჩუნებს კონკურენტულ პოზიციას ძირითად საექსპორტო ბაზრებზე. სიღრმისეული სექტორული ანალიზი მნიშვნელოვანია სექტორში არსებული ტენდენციებისა და გამოწვევების დროული იდენტიფიცირებისა და საპასუხო ღონისძიებების შესამუშავებლად“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ლევან მეხუზლას განცხადებით, ეროვნული ბანკის კვლევა კიდევ ერთი აღიარებაა, რომ მევენახეობა-მეღვინეობის დარგი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკისთვის. მისივე თქმით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში დარგი სახელმწიფოს მხარდაჭერით ძალიან კარგად ვითარდება, სექტორი საგრძნობლად გაიზარდა და ამგვარი კვლევა ძალიან მნიშვნელოვანია.

„ვფიქრობ, ეს კვლევა, რომელიც ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გლობალურ ბაზარზე არსებულ ტენდენციებსა და რეალობის ანალიზს გვთავაზობს, კარგი დამხმარე იქნება როგორც ჩვენთვის, პოლიტიკის გამტარებლებისთვის, ასევე კერძო სექტორისთვის და საბანკო სექტორისთვის, რომლის გარეშეც ამ დარგის შემდგომი წინსვლა და განვითარება წარმოუდგენელია“, - განაცხადა ლევან მეხუზლამ.

სებ-ის მიერ მომზადებული კვლევის თანახმად, 2024 დეკემბრის მდგომარეობით, ალკოჰოლური სასმელების სექტორის პორტფელი 1.4 მილიარდი ლარია, საიდანაც დაახლოებით 50% ლარშია დენომინირებული. ამასთან, აღნიშნული პორტფელი მთლიანი ბიზნეს სექტორის პორტფელის 4%-ამდეა. ინდუსტრია სტაბილურად მზარდია და ინარჩუნებს კონკურენტუნარიანობას საექსპორტო ბაზრებზე. ნიშანდობლივია, რომ ვენახების ფართობები და ღვინის მოხმარება გლობალურად მცირდება, საქართველოში კი ვენახების ფართობები და ღვინის წარმოება მზარდია.

აღსანიშნავია ისიც, რომ ალკოჰოლური სასმელების პორტფელის 31% დაფინანსებულია სახელმწიფოს სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში, საიდანაც 87% პროცენტის სუბსიდირებაზე მოდის.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დაინტერესებულმა მხარეებმა იმსჯელეს კვლევის შედეგებზე, ასევე სექტორის საჭიროებებსა და არსებულ გამოწვევებზე.

ლევან ალაფიშვილი - ცესკო-ს თავმჯდომარემ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც არჩევნებზე დაკვირვება, უბრალოდ შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.04.2025
კახა ოქრიაშვილი - თავისუფლებისთვის ბრძოლა არ სრულდება, დღესაც გრძელდება და არც არასდროს დასრულდება!
„ამბასადორი აილენდ ბათუმი“ კომპანია Arup-თან თანამშრომლობით ბათუმის ხელოვნური კუნძულის უნიკალური არქიტექტურული ხედვის კონცეფციას ქმნის
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ ზურა აფხაზის ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს
ჰარვარდის უნივერსიტეტი კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით აღმასრულებელი ლიდერობის პროგრამას იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარი-მარტის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
რეალური თუ ყალბი QLED ტელევიზორები? Samsung-ის კონკურენტი ჩინური კომპანიები სამართლებრივ დავაში აღმოჩნდნენ