საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

1234567891011121314151617181920212223
123456
ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეები
პროფილი
გიგი წერეთელი
„ევროპული საქართველოს“თავმჯდომარე
თინათინ ხიდაშელი
თავდაცვის ყოფილი მინისტრი
ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი
207
პროფილი
ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-:-
Loaded: 0.00%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-:-
 
1x
დღის სხვა სიახლეები
თეა წულუკიანი - ჩვენი კომისიის საქმიანობა არ ემსახურება ბატონი მამუკა ხაზარაძის დისკრედიტაციას იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ის უკვე არის დისკრედიტირებული

ჩვენი კომისიის საქმიანობა არ ემსახურება ბატონი მამუკა ხაზარაძის დისკრედიტაციას იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ის უკვე არის დისკრედიტირებული, - ამის შესახებ დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა კომისიის სხდომაზე განაცხადა.

წულუკიანის მიმართავს ხაზარაძეს, რომ რადგანაც მან უარი თქვა, მისულიყო კომისიის სხდომაზე, მაშინ „დაანებოს ამ კომისიას თავი და მიხედოს სასამართლოს, სასამართლო პროცესს და პროკურორს ელაპარაკოს“.

„გუშინ, ჩვენ ვნახეთ, რომ ბატონი მამუკა წარდგენილი იყო სასამართლოს წინაშე ბრალდებულის სახით, მას დღეს აქვს ბრალდებულის სტატუსი. მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ ბატონი მამუკა თავისი გასამართლების პროცესს უნდა დაელოდოს შინ, მაგრამ ამისთვის უნდა გადაიხადოს 50 000 ლარის ოდენობის გირაო. ეს, რა თქმა უნდა, არ არის არც განაჩენი და არც გასამართლება, მარტივ ენაზე ვამბობ, რომ ყველამ კარგად გაგვიგოს. სასამართლო პროცესები წინ არის და აპრილი-მაისის თვის განმავლობაში, როგორც ამას კანონით დადგენილიო ვადები ითვალისწინებს შევიტყობთ, რა იქნება განაჩენი, რომელიც მასთან დაკავშირებით გამოვა. მანამდე, დაახლოებით 2 - თვიანი პროცესია წინ და ამას ყველა ყურადღებით დავაკვირდებით.

მინდა შემთხვევით ვისარგებლო და მას ვუპასუხო, როდესაც კომისიას მან ბრალი დასდო იმაში, რომ თითქოს ჩვენი საქმიანობა ემსახურება მის დისკრედიტაციას. ჩვენი კომისიის საქმიანობა არ ემსახურება ბატონი მამუკა ხაზარაძის დისკრედიტაციას იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ის უკვე არის დისკრედიტირებული, ვინაიდან, როგორც აქ მოსმენილი ფაქტებით ირკვევა, ბატონი მამუკა და „თიბისი ბანკი“ მაშინ, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს რეალურად იყვნენ გარკვეული ტიპის ხელის ბიჭები, რომლებიც თავს აყენებინებდნენ და ბანკს აყენებინებდნენ მიხეილ სააკაშვილს, დავით კეზერაშვილს და სხვებს იმისთვის, რომ მშრომელი ადამიანების საკუთრების უფლება შელახულიყო და მაშინ, არც იმას ერიდებოდა ბატონი მამუკა და როგორც ჩანს, არც ბატონ ბადრის არ ქეჯნიდა სინდისი, როდესაც ეს ადამიანები გაუძალიანდებოდნენ სისტემას, ისინი ხვდებოდნენ საპატიმროში, აწამებდნენ და არაადამიანურად ეპყრობოდნენ. ეს არის მამუკა ხაზარაძის მთელი ავან-ჩავანი და ანი და ჰოე.

ახლა მას აქვს ბრალდებულის სტატუსი, ამიტომ რადგან ამ კომისიაზე არ გამოცხადდა, დაანებოს ამ კომისიას თავის და მიხედოს სასამართლოს, სასამართლო პროცესს და პროკურორს ელაპარაკოს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ლევან ალაფიშვილი - ცესკო-ს თავმჯდომარემ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც არჩევნებზე დაკვირვება, უბრალოდ შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.04.2025
კახა ოქრიაშვილი - თავისუფლებისთვის ბრძოლა არ სრულდება, დღესაც გრძელდება და არც არასდროს დასრულდება!
„ამბასადორი აილენდ ბათუმი“ კომპანია Arup-თან თანამშრომლობით ბათუმის ხელოვნური კუნძულის უნიკალური არქიტექტურული ხედვის კონცეფციას ქმნის
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ ზურა აფხაზის ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს
ჰარვარდის უნივერსიტეტი კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით აღმასრულებელი ლიდერობის პროგრამას იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარი-მარტის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
რეალური თუ ყალბი QLED ტელევიზორები? Samsung-ის კონკურენტი ჩინური კომპანიები სამართლებრივ დავაში აღმოჩნდნენ