საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

ბადრი ჯაფარიძე - გადატრიალების შემდგომ, სიცოცხლის მოსპობის რისკის მიუხედავად არ წავსულვარ ქვეყნიდან, ამიტომ სიცრუეა, რომ ვითომ ჩემი მიმალვის რისკი არსებობდა - გირაოს საკითხს გავასაჩივრებთ
-201 წუთის წინ
05.04.2025 / 14:44

მოსამართლეს ვუთხარი, რომ გადატრიალების შემდგომ, სიცოცხლის მოსპობის რისკის მიუხედავად არ წავსულვარ ამ ქვეყნიდან.

12345678910111213141516171819
ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეები
პროფილი
ბადრი ჯაფარიძე
„ლელო საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე
ანა ნაცვლიშვილი
„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი
ბიძინა ივანიშვილი
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი
ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
207
პროფილი
ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:04
Duration -:-:-
Loaded: 0.00%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-:-
 
1x
დღის სხვა სიახლეები
ლევან მგალობლიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ჭოუ ციენს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ ელჩს აფხაზეთიდან დროებით დევნილი ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა და სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი დაათვალიერებინა.

„შეხვედრის ოფიციალურ ნაწილში ლევან მგალობლიშვილმა ჩინელ დიპლომატს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ასევე, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ვითარება გააცნო და ადგილობრივი მოსახლეობის ძირითად გამოწვევებზე ისაუბრა.

მხარეებმა საქართველოსა და ჩინეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა და ურთიერთპატივისცემა დაადასტურეს.

შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ჯანდაცვის, განათლების, ეკონომიკისა და კულტურის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შორის შეხვედრა პირველად გაიმართა.

შეხვედრას საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს ატაშე ჰი პენიუ, საელჩოს პირველი მდივანი ვანგ დანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი დავით მორგოშია ესწრებოდნენ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ ტრამპის ეს ეკონომიკური პოლიტიკა დიდხანს გაგრძელდა, ძალიან მწვავე მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისკენ გავექანებით -  ძალიან მალე, თუნდაც თვითგადარჩენის ინსტინქტიდან გამომდინარე, მმართველ პარტიას პოლიტიკის ძირფესვიანი გადახედვა მოუწევს
ქართული პრესის მიმოხილვა 03.04.2025
კომპანია „ჩირინა“ განცხადებას ავრცელებს
კოლიერსი საგურამოში პირველ საერთო სამუშაო სივრცეს ქმნის
თელავში „სმარტის“ 45-ე სუპერმარკეტი გაიხსნა