საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

Other news for today
გმირთა მემორიალთან ახალგაზრდების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ერთიანი საქართველოსთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან ახალგაზრდების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი არ შეეგუებიან რუსულ რეჟიმს.

როგორც დემონსტრანტები აცხადებენ, მათი გმირთა მემორიალთან შეკრება სიმბოლურია, რადგან ამ სახის პროტესტი გამოიწვია იმ საგამოძიებო კომისიის მუშაობამ, რომელმაც ყოფილი სამხედროები დაკითხა და რომელიც, მათივე განცხადებით, მიზნად ისახავს, აგვისტოს ომის საქართველოზე გადაბრალებას.

„ჩვენი სამშობლოს ისტორია ოკუპანტის კალმით არ დაიწერება“, - აცხადებენ ადგილზე შეკრებილები.

აქციის მონაწილეებს მოგვიანებით საზოგადოებრივი მაუწყებლის ტერიტორიიდან წამოსული მარში შეუერთდება, ერთობლივი საპროტესტო მსვლელობით კი ისინი რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებენ, სადაც პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდებიან.

ანდრო გოცირიძე - ის, ვინც ხელისუფლებაში რუსული ინტერესის გამტარებელია, კარგად ხვდება, რასაც აკეთებს - უნდა დაინერგოს მითი, რომ ომი საქართველომ დაიწყო დასავლეთის მითითებით და რომ დასავლეთი ახლა იმავეს აკეთებს უკრაინაში
ქართული პრესის მიმოხილვა 31.03.2025
Render Group - საერთაშორისო დონის კოლაბორაცია და წარმატებული 3D ანიმაცია
BDO Digital და „ანაგი“ – ERP სისტემით ციფრული ტრანსფორმაციისკენ
PSP პირველი ფარმაცევტული კომპანიაა აღმოსავლეთ ევროპაში, რომელმაც ERP სისტემა Microsoft Dynamics 365 & LS Retail სრულად დანერგა