საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

MEP Frank Schwabe to Georgian government: If you want to be friends of Putin’s Russia, you can be, but what you cannot do is undermine the values ​​and rules of this organization - I think you need to hold new elections
-4 minutes ago
10.04.2025 / 15:01

Of course, I don’t like it if you are friends of war criminals, but if you want to be friends of Putin’s Russia, you can be, but what you cannot do is undermine the values ​​and rules of this organization, - this is how German MEP Frank Schwabe addressed the Georgian government during his speech at the Parliamentary Assembly of the Council of Europe, where a debate on Georgia was held.­

123456789101112131415161718
(adsbygoogle = window.adsbygoogle || []).push({});
Profile
Bidzina Ivanishvili
Former PM of Georgia
Tina Bokuchava
United National Movement faction chairwoman
Kakha Kaladze
Mayor of Tbilisi
57
Profile
Other news for today
„მედიახმის“ კვლევა - 2024 წლის მთავარ გამოწვევად ჟურნალისტების უსაფრთხოება გამოიკვეთა

„მედიახმამ“ მედიაგარემოს ყოველწლიური შეფასება გამოაქვეყნა და საზოგადოებას წარუდგინა კვლევა, სახელწოდებით „მედიაგარემო 2024“ - ბრძოლა ნდობისა და თავისუფლებისთვის“.

მედიაგარემოზე დაკვირვება მოხდა 20 მედიასაშუალების 23 წარმომადგენლის შეფასებაზე დაყრდნობით და შემდგომი შედარებითი ანალიზით.

კვლევის თანახმად, ე.წ. აგენტების კანონის მიღების შემდეგ, გაიზარდა ცენზურა და შიშის ატმოსფერო, რის შემდეგაც გართულდა მედიაგარემო და ასევე, საჯარო ინფორმაციაზე წვდომა.

„2024 წელს რუსული/აგენტების კანონის" რეინიციირების შემდეგ, ხელისუფლების მხარდამჭერმა ძალადობრივმა ჯგუფებმა გააძლიერეს ჟურნალისტების დაშინებისა და სტიგმატიზაციის პრაქტიკა, რაც მიზნად ისახავდა მედიაში კრიტიკული ხმების ჩახშობას. მედიაზე ზეწოლის ტენდენცია კრემლის რეჟიმის მიდგომების მსგავსი იყო", - აღნიშნულია კვლევაში.

ასევე, კვლევაში საუბარია ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის დაუსჯელობაზე.

„2024 წლის მთავარ გამოწვევად ჟურნალისტების უსაფრთხოება (ფიზიკური, ციფრული და ფსიქოლოგიური) გამოიკვეთა. "აგენტების/ რუსული კანონის" ინიციირებისა და მიღების შემდეგ, მედიისა და ჟურნალისტების მისამართით ძალადობის ნორმალიზება მოხდა. მეტიც, ძალადობის სამიზნეები აღმოჩდნენ ჟურნალისტების ახლობლები, ოჯახის წევრები და არასრულწლოვანი შვილები", - აღნიშნულია კვლევაში.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ასეთი რეპრესიული მედიაგარემო არცერთი ხელისუფლების პირობებში არ ყოფილა.

„2024 წლის ბოლოს, დემონსტრაციების გაშუქებისას მმართველი გუნდისა და მასთან აფილირებული ძალადობრივი ჯგუფების ძალადობა ჟურნალისტებზე, კვლევის მონაწილეებმა "სტიქიურ უბედურებას" შეაფასეს",-აღნიშნულია კვლევაში.

კვლევაზე დაყრდნობით შემუშავდა რეკომენდაციები ჟურნალისტების უსაფრთხოების, მედიისადმი ნდობისა და სოლიდარობის გაძლიერებისთვის, მედიის წინააღმდეგ კანონების ინსტრუმენტალიზაციის შეჩერებისთვის და ა.შ.

კვლევის ავტორები არიან პროფესორი, "მედიახმის" დამფუძნებელი, მარიამ გერსამია, "მედიახმის" უფროსი მკვლევარი ეკატერინე გიგაური და "მედიახმის" მკვლევარი გვანცა გურგენიძე.

„2024 წლის მედიაგარემოში ჩანდა რეპრესიული მეთოდები, რომელსაც ხელისუფლება იყენებდა. იყო მოლოდინი, რომ თითქოს „აგენტების კანონით"მოხდებოდა ამ რეპრესიების იმპლემენტირება, სინამდვილეში, 2024 წელი ისე დამთავრდა, რომ ეს კანონი რეალურად, არ ამოქმედებულა. ამის მიუხედავად, ხელისუფლებამ მაინც აამოქმედა ყველა რეპრესიული მექანიზმი ჟურნალისტების წინააღმდეგ, იქნება ეს დაჯარიმება, სახლში შევარდნა, "აგენტებად" მოხსენიება თუ სტიგმატიზაცია, ამას მმართველი გუნდი ისედაც აკეთებს. ეს შეფასებული არის, როგორც კრიტიკული აზრის ჩახშობის ტაქტიკა. ასე ხდება ავტორიტარული მმართველობების პირობებში, სადაც კრიტიკული აზრი არის მიუღებელი და მის ნაცვლად, აქტორებს სურთ, რომ იყოს სიჩუმე. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტებმა ღიად ისაუბრონ იმ გამოწვევებზე, რომელიც ამ პროფესიაშია",-განაცხადა მარიკა გერსამიამ.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნების“ განზრახვაა, 21-ე საუკუნეში ანდროპოვისა და ჩერნენკოს დროინდელი წესრიგის, სახელმწიფო აპარატისა და უშიშროების მარწუხებში მოქცეული, კორუფციაში ჩამხრჩვალი ავტორიტარიზმის განმტკიცება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.04.2025
კოლიერსი X არქტური – როგორი იქნება შენი სახლი სუბურბან საგურამოში? | კონცეპტუალური დიზაინები საჩუქრად კონკრეტული მიწის მფლობელებისთვის
კახა ოქრიაშვილი - თავისუფლებისთვის ბრძოლა არ სრულდება, დღესაც გრძელდება და არც არასდროს დასრულდება!
„ამბასადორი აილენდ ბათუმი“ კომპანია Arup-თან თანამშრომლობით ბათუმის ხელოვნური კუნძულის უნიკალური არქიტექტურული ხედვის კონცეფციას ქმნის
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ ზურა აფხაზის ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს