საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

123456789101112
ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration 0:00
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
დღის სხვა სიახლეები
დონალდ ტრამპი „ჩატში“ შეცდომით ჟურნალისტის დამატებაზე - მაიკლ უოლცმა გაკვეთილი ისწავლა, ის კარგი კაცია

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, მაიკლ უოლცმა “გაკვეთილი ისწავლა”, ხოლო ხარვეზი “უმნიშვნელო” აღმოჩნდა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამერიკულ ტელეარხ NBC News-თან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.

ტრამპის კომენტარი მისი უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის, მაიკლ უოლცის მიერ ჟურნალისტ ჯეფრი გოლდბერგის ჯგუფურ “ჩატში” შეცდომით დამატებას მოყვა, რომელშიც იემენის „ჰუსიტების“ წინააღმდეგ სარაკეტო იერიშების დაგეგმვა განიხილებოდა. “ჩატში” ასევე იყვნენ ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი და ტრამპის ადმინისტრაციის სხვა მაღალჩინოსნები.

“მაიკლ უოლცმა გაკვეთილი ისწავლა, და ის კარგი კაცია”,-განაცხადა ტრამპმა.

კითხვა, თუ როგორ მოხდა, რომ ჯეფრი გოლდბერგი ჯგუფურ “ჩატში” დაამატეს, ტრამპმა უპასუხა, რომ “მაიკლის [უოლცის] ერთ-ერთი ადამიანი იყო ტელეფონით, თანამშრომელს ჰქონდა იქ მისი ნომერი”.

ტრამპის თქმით, გოლდბერგის “ჩატში” ყოფნას “საერთოდ არანაირი” გავლენა არ ჰქონდა სამხედრო ოპერაციაზე. მისი თქმით, ეს “ერთადერთი ხარვეზი იყო ორი თვის განმავლობაში, და ისიც უმნიშვნელო აღმოჩნდა”.

ზურაბ ბატიაშვილი - ახლა პუტინს მოლაპარაკებების გამართვის ილუზიის შექმნა სურს, რათა ერთის მხრივ, დრო გაწელოს და პარალელურად, აშშ-ში გადაწყვეტილებების მიღებაზე პასუხისმგებელ წრეებში ბუნდოვანება შექმნას
ქართული პრესის მიმოხილვა 24.03.2025
საბურთალოზე „აგროჰაბის“ მეშვიდე ფილიალი გაიხსნა
30-31 მარტს შენთვის სასურველ ნივთებს 20%-იანი ფასდაკლებით შეიძენ
აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატა საქართველოს მასშტაბით უპრეცედენტო რეგიონულ ტურნეს აწყობს