საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ “რადიო თავისუფლების” დაფინანსების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა
-70 წუთის წინ
09.05.2025 / 00:12

აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ “რადიო თავისუფლებისთვის” გამოყოფილი თანხების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.

12345678910111213141516171819202122
123456
ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეები
პროფილი
ბიძინა ივანიშვილი
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი
ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
207
პროფილი
ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-:-
Loaded: 0.00%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-:-
 
1x
დღის სხვა სიახლეები
ნინო დოლიძე - არ ვაპირებთ რუსული კანონებით ცხოვრებას - აუცილებლად გავაგრძელებთ წინააღმდეგობას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოში დემოკრატია, მომავალი და ქართველი ხალხი დავიცვათ

არ ვაპირებთ რუსული კანონებით ცხოვრებას. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ წინააღმდეგობას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოში დემოკრატია, მომავალი და ქართველი ხალხი დავიცვათ, - ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ თავმჯდომარემ, ნინო დოლიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, თუ „ქართული ოცნება“ დაიწყებს კანონის გამოყენებას სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ, ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმას, რომ ის არა ამერიკული „ფარას“ ანალოგი, არამედ „რუსული კანონია".

„ჩვენ ვნახეთ ქართული არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წინააღმდეგობა "რუსული კანონის" წინააღმდეგ. შესაბამისად, სწორედ ამ წინააღმდეგობის ჩახშობის გაგრძელებაა ამჯერად ამერიკული „ფარას“ სახელით შემოტანილი ეს კანონი. ვხედავთ, რომ "ქართული ოცნება" ძალიან ხშირად ცდილობს ხან "ამერიკული" დაარქვას და ხან "ბრიტანული" იმ კანონმდებლობებს, რომელიც რეალურად, მიმართულია ქართული საზოგადოების, თავისუფალი სიტყვის, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ. აშშ-ში ეს კანონი არ გამოიყენება დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო ორგანიზაციების წინააღმდეგ. ამიტომ, თუკი ეს კანონი სულისკვეთებით ამერიკული იქნება, ის ნამდვილად არ შეეხება ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას, ხოლო თუ "ქართული ოცნება" დაიწყებს ამ კანონის გამოყენებას სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ, ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმას, რომ ეს იქნება ნამდვილად შენიღბული "რუსული კანონი". კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ რუსული კანონებით ცხოვრებას. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ წინააღმდეგობას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოში დემოკრატია, მომავალი და ქართველი ხალხი დავიცვათ", - განაცხადა დოლიძემ.

კორნელი კაკაჩია - აშშ-ს და ევროპას საქართველოსთან დაკავშირებით ტაიმ-აუტი აქვს აღებული, რითაც ივანიშვილს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის გადახედვის, შესაძლოა, ბოლო შანსი ეძლევა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.05.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში ახალი სახელმძღვანელოს „რომის სამართლის საფუძვლები“ პრეზენტაცია გაიმართა
ყაზბეგში „ვინჩეროს“ ახალი ფილიალი გაიხსნა
სილქნეტი: წლის დასაწყისიდან „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ 144 ათასი ლარის მხარდაჭერა გაუწია დაჭრილ სამხედროებსა და ვეტერანებს