საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration 0:00
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
დღის სხვა სიახლეები
კანადის პრემიერმა ვადამდელი არჩევნები დანიშნა

კანადის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი საყოველთაო არჩევნები დანიშნა, რომელიც 28 აპრილს გაიმართება, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მარკ კარნის თქმით, მას სჭირდება ძლიერი მანდატი იმისთვის, რომ გაუმკლავდეს საფრთხეებს, რომელიც კანადას აშშ-ის პრეზიდენტ, დონალდ ტრამპისგან ემუქრება.

„პრეზიდენტ ტრამპის გაუმართლებელი სავაჭრო ქმედებებისა და ჩვენი სუვერენიტეტის მიმართ მისი მუქარის გამო ჩვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი კრიზისის წინაშე ვართ. ჩვენი პასუხი უნდა იყოს ძლიერი ეკონომიკისა და უფრო უსაფრთხო კანადის აშენება. პრეზიდენტი ტრამპი აცხადებს, რომ კანადა არ არის რეალური ქვეყანა. მას სურს ჩვენი გატეხა, რათა ამერიკამ ჩვენი მისაკუთრება შეძლოს. ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, - აღნიშნა მარკ კარნიმ.

ზურაბ ბატიაშვილი - ახლა პუტინს მოლაპარაკებების გამართვის ილუზიის შექმნა სურს, რათა ერთის მხრივ, დრო გაწელოს და პარალელურად, აშშ-ში გადაწყვეტილებების მიღებაზე პასუხისმგებელ წრეებში ბუნდოვანება შექმნას
ვახტანგ ძაბირაძე - საშინაო პოლიტიკაში პატური სიტუაციაა - ოპოზიცია ვერ ახერხებს ხელისუფლების იძულებას დანიშნოს ხელახალი არჩევნები, ვერც ხელისუფლება ახერხებს პერმანენტული ქუჩის აქციების ჩახშობასა და შეწყვეტას
ქართული პრესის მიმოხილვა 24.03.2025
30-31 მარტს შენთვის სასურველ ნივთებს 20%-იანი ფასდაკლებით შეიძენ
აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატა საქართველოს მასშტაბით უპრეცედენტო რეგიონულ ტურნეს აწყობს
ფოტოგამოფენა - „10 წელი ფოკუსში“