საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

ვოლოდიმირ ზელენსკი - წიაღისეულის შესახებ შეთანხმებაში ნატო-ს საკითხი არ არის და არც ყოფილა
8 წუთის წინ
02.04.2025 / 05:26

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, შეერთებულ შტატებთან მინერალური რესურსების შესახებ შეთანხმება

12345678910111213
123
ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეები
31.03.2025 / 09:18
პროფილი
ელენე ხოშტარია
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი
მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი
გიორგი გახარია
ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე
207
პროფილი
ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:03
Duration -:-:-
Loaded: 0.00%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-:-
 
1x
დღის სხვა სიახლეები
მეუფე შიო - იმედი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენც შეიძლება აღვდგეთ არა მხოლოდ მომავალ ცხოვრებაში, არამედ ამ ცხოვრებაშიც, რომ არ არსებობს საბოლოოდ დაღუპული ადამიანი

პატიოსან ჯვარს როცა თაყვანს ვცემთ, ასევე თაყვანს ვცემთ იმედსაც... არ არსებობს საბოლოოდ დაღუპული ადამიანი, ყველას შეუძლია ასეთი აღდგომა ცოდვილი ცხოვრებიდან ქრისტიანული ცხოვრებისთვის. მაშასადამე, როცა თაყვანს ვცემთ პატიოსან ჯვარს, ჩვენ თაყვანს ვცემთ აღდგომის იმედს და სიყვარულის ღვაწლს, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.

როგორც მეუფე შიომ აღნიშნა, დიდი მარხვის ნახევარი უკვე გავიდა და ვინც ჯეროვნად იმარხულა შეუძლებელია, არ ეგრძნო გარკვეული დაღლილობა, ძალების მოკლება ნებისყოფის ასეთი დაძაბვისგან.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დიდი მარხვის მესამე კვირა დღეს, რომელსაც ეწოდება ჯვრის თაყვანისცემის კვირა და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

დიდი მარხვის ნახევარი უკვე გავიდა და ვინც ჯეროვნად იმარხულა, ე.ი. თავს იკავებდა არასამარხვო საკვებისგან, ცდილობდა, თავი შეეზღუდა და შეეკავებინა საკვების რაოდენობის თვალსაზრისითაც, ვინც ებრძოდა თავის მავნე ჩვევებს, ვნებებს, ცდილობდა, უარი ეთქვა სხვადასხვაგვარ სიამოვნებასა და გართობაზე, ე.ი. ვინც იმარხულა კარგად და პატიოსნად, შეუძლებელია, არ ეგრძნო გარკვეული დაღლილობა, ძალების მოკლება ნებისყოფის ასეთი დაძაბვისგან. ვინმეს შეიძლება სულმოკლეობაც დაეუფლოს და იფიქროს, რომ მის ძალებს აღემატება ასეთი მარხვის ბოლომდე მიყვანა.

ამიტომ წმინდა ეკლესია ჩვენს გასაძლიერებლად და გასამხნევებლად გვაძლევს ასეთ ნუგეშს: საზეიმო თაყვანისცემისთვის გამოაბრძანებს უფლის პატიოსან ჯვარს, რომელსაც თაყვანს ვცემთ, რომლის წინაშეც ვიჩოქებთ, ვემთხვევით და ვგალობთ: „ჯვარსა შენსა თაყვანის ვსცემთ, მეუფეო, და წმინდასა აღდგომასა შენსა ვუგალობთ და ვადიდებთ“.

როგორც ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი, დღეს აღსრულდა წმინდა დავით მეფის წინასწარმეტყველება, რომელიც ბრძანებს: „თაყვანის ვსცეთ ადგილსა, სადა დასდგეს ფერხნი უფლისანი“. აი, დღეს ხარობს და ზეიმობს მთელი ეკლესია, ვინაიდან, როგორც ოდესღაც უდაბნოში გველებისგან დაკბენილი ებრაელები გადაურჩებოდნენ სიკვდილს, როდესაც შეხედავდნენ სპილენძისგან დამზადებულ გველს, ასევე დღესაც, ვინც ნახევარი მარხვა გაიარა და ჯვარს ეხება, მოაკვდინებს სულიერ გველს და იღებს უკვდავებას; და როგორც მარხვით და თავშეკავებით, ასეთი ადამიანი თანაზიარი გახდა ქრისტეს ვნებების, ასევე თანაზიარი ხდება მისი აღდგომისაც. აი, წმინდა იოანე ოქროპირის დიდებული სიტყვები.

რატომ ვცემთ თაყვანს პატიოსან ჯვარს?

პირველ რიგში, იმიტომ რომ ვიხსენებთ იმ მოვლენას, რაც მოხდა ჯვარზე, რომ უფალი იესო ქრისტე საშინელი ტანჯვების შემდეგ თავისი ნებით მოკვდა ჯვარზე ჩვენთვის, ცოდვილებისთვის. ბევრჯერ მომხდარა, დღესაც ხდება, რომ ადამიანები კვდებიან ახლობლებისთვის, სამშობლოსთვის, ცნობილი ადამიანებისთვის, მაგრამ არავის სმენია, რომ ადამიანი მომკვდარიყოს ბოროტმოქმედისთვის, მტრისა და ცოდვილისთვის. აი, სწორედ ეს გააკეთა უფალმა იესო ქრისტემ. იგი ნებსით მოკვდა ჩვენთვის, დამნაშავეებისა და ცოდვილებისთვის.

აი, ასეთი ღვაწლი აღსრულდა, ძვირფასო ძმებო და დებო, ჯვარზე. როდესაც ვფიქრობთ ამაზე და თაყვანის ვცემთ წმინდა ჯვარს, ვფიქრობთ, რომ ოდნავი, მისხალი მაინც გვქონდეს ასეთი სიყვარულისა, რომ მტრისა და ბოროტმოქმედისთვის თუ ვერ შევძლებთ სიკვდილს და თავდადებას, ის მაინც შევძლოთ, უფლის გულისთვის თავი შევზღუდოთ ცოდვებში.

პატიოსან ჯვარს როცა თაყვანს ვცემთ, ასევე თაყვანს ვცემთ იმედსაც, იმიტომ, რომ, როდესაც მაცხოვარი ჯვარზე მოკვდა და საფლავი დაიბეჭდა, თითქოს ამით ყველაფერი დასრულდა, მაგრამ სწორედ ამის შემდეგ აღდგა მკვდრეთით უფალი ჩვენი იესო ქრისტე. ჩვენი იმედი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენც შეიძლება აღვდგეთ არა მხოლოდ მომავალ ცხოვრებაში, არამედ ამ ცხოვრებაშიც, რომ არ არსებობს საბოლოოდ დაღუპული ადამიანი, ყველას შეუძლია ასეთი აღდგომა ცოდვილი ცხოვრებიდან ქრისტიანული ცხოვრებისთვის. მაშასადამე, როცა თაყვანს ვცემთ პატიოსან ჯვარს, ჩვენ თაყვანს ვცემთ აღდგომის იმედს და სიყვარულის ღვაწლს.

ამრიგად, როგორც გვასწავლიან წმინდა მამები, ჯვარი არის ორი სახის: ერთი არის ნივთიერი, რომელიც მზადდება ხისგან, ლითონისგან, ძვირფასი ქვებისგან და ა.შ. მეორე არის არანივთიერი, რადგან ის არ შედგება ნივთიერებისგან, არამედ - იმ ადამიანის რწმენისა და შინაგანი განწყობისგან, ვინც ისახავს პირჯვარს.

აი, ასეთი ჯვარი, ძვირფასო ძმებო და დებო, გვიცავს ჩვენ ძილშიც, მღვიძარებაშიც და გვიცავს ხილული და უხილავი მტრებისგან. ამიტომ ვცემთ თაყვანს წმინდა და პატიოსან ჯვარსა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ჯვრის თაყვანისცემის კვირას, ჯვრის ძალამ და მადლმა დაგიფაროთ თქვენ და სრულიად საქართველო.

„ჯვარსა შენსა თაყვანის ვსცემთ, მეუფეო, და წმიდასა აღდგომასა შენსა ვუგალობთ და ვადიდებთ“, ამინ“,- აღნიშნა მეუფე შიომ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - საქართველოში ბელარუსის მოდელი გათამაშდა, ე.წ. ოპოზიციური „ოთხეული“  შეცდომას შეცდომაზე უშვებს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.03.2025
„ბრიტანულ-ქართული აკადემიისა“ და „თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლის“ დამფუძნებლები საქართველოს პრემიერს ღია წერილით მიმართავენ
შეიძინე სილქნეტის ნომერი და ისარგებლე სპეციალურად შენთვის შექმნილი სილქფესტით
კახა ოქრიაშვილი - სამუშაო პროცესშია ერთადერთი გეგმა
დომუსი ავლაბარი - ახალი პროექტი ქალაქის ისტორიულ ცენტრში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის დელეგაცია ევროპის ერთ-ერთ უძველეს კოიმბრას უნივერსიტეტში და Erasmus+ გაცვლითი პროგრამა სტუდენტებისთვის
Mastercard-მა და AI Hub-მა, Tech განათლების გასაძლიერებლად, სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყეს