საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

კახა ქემოკლიძე - „ქართული ოცნება“ კუთხეშია მიმწყვდეული - რომ გამოდიან და გამალებით საუბრობენ, თითქოს სუვერენიტეტს იცავენ ორ ფეხზე მდგარი, სინამდვილეში ორ ფეხზე კი არა, ერთ ფეხზეც ვეღარ დგანან
-185 წუთის წინ
09.05.2025 / 22:44

„ქართული ოცნება“ დღეს არის კუთხეში მიმწყვდეული. მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი აუცილებლად დადგებიან იმ კრიტიკული

1234567891011121314151617181920
123456
ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეები
პროფილი
კახა ქემოკლიძე
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი
გიგი წერეთელი
„ევროპული საქართველოს“თავმჯდომარე
სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი
207
პროფილი
ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-:-
Loaded: 0.00%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-:-
 
1x
დღის სხვა სიახლეები
გია ვოლსკი ანაკლიის პროექტზე - ვერ ვიტყოდი, რომ მამუკა ხაზარაძე გონს მოეგო, რამე აღიარა, ან პოზიცია შეიცვალა ამ საკითხზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიტიკურ ქოლგას შეფარებული, დიდი ხნის წინ გააკეთებდა განცხადებას გეგმების და ამოცანების შესახებ

მე ვერ ვიტყოდი, რომ მამუკა ხაზარაძე გონს მოეგო, რამე აღიარა, ან პოზიცია შეიცვალა ამ საკითხთან დაკავშირებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიტიკურ ქოლგას შეფარებული ხაზარაძე დიდი ხნის წინ გააკეთებდა განცხადებას თავისი გეგმების და ამოცანების შესახებ, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა-ვიცე სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, მამუკა ხაზარაძის მიერ ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით ჯარიმის გადახდა ნიშნავს თუ არა იმას, რომ მან არბიტრაჟის გადაწყვეტილება აღიარა.

ვოლსკის თქმით, ხაზარაძე ვალდებული იყო, რომ ჯარიმა გადაეხადა, ამიტომ ვერ იტყოდა, რომ მან რამე აღიარა.

„მე ვერ ვიტყვი, რომ აღიარა, იგი იძულებულია, რომ გადაიხადოს. სახელმწიფოს სერიოზული ზარალი მიაყენა უკვე იმით, რომ სახელმწიფომ დახარჯა 1 მილიონი დოლარი იმ ვალდებულების შესასრულებლად, რასაც ანაკლიის პორტის და მისი შემოგარენის განვითარება ჰქვია. სახელმწიფო ბიუჯეტმა უშველებელი რესურსი ჩადო ამაში და პროექტის შემსრულებელმა არაფერი, პრაქტიკულად, გარდა იმისა, რომ სერიოზული პოლიტიკური ზარალი და უშველებელი ეკონომიკური ზარალი მიაყენა, ვინაიდან წლების განმავლობაში ეს თემა ვერ განვითარდა, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სატრანზიტო რესურსი არ იქნა ამოქმედებული. აქედან გამომდინარე, მის მიერ ჯარიმის გადახდა, მით უმეტეს, თუ ამას არბიტრაჟი ავალებს, იყო ის ვალდებულება, რასაც იძულებითი ნაბიჯი ჰქვია. აქედან გამომდინარე, მე ვერ ვიტყოდი, რომ იგი გონს მოეგო, რამე აღიარა, ან პოზიცია შეიცვალა ამ საკითხთან დაკავშირებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიტიკურ ქოლგას შეფარებული ხაზარაძე დიდი ხნის წინ გააკეთებდა განცხადებას თავისი გეგმების და ამოცანების შესახებ," - განაცხადა ვოლსკიმ.

კორნელი კაკაჩია - აშშ-ს და ევროპას საქართველოსთან დაკავშირებით ტაიმ-აუტი აქვს აღებული, რითაც ივანიშვილს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის გადახედვის, შესაძლოა, ბოლო შანსი ეძლევა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.05.2025
m²-ისა და „ფუნდუკის“ თანამშრომლობა ყოველდღიური ცხოვრების სტილისთვის
BGA-ს დამფუძნებლები ნათია თურნავასგან „საქართველოს კაპიტალის“ და მისი ხელმძღვანელის ქმედებების შესწავლას ითხოვენ
„ვისოლის“ გათამაშებაში პირველი წყვილი ავტომობილი  BMW X1 გორში მოიგეს
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში ახალი სახელმძღვანელოს „რომის სამართლის საფუძვლები“ პრეზენტაცია გაიმართა