საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-:-
 
1x
დღის სხვა სიახლეები
დონალდ ტუსკი - ევროპა მზად არის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა აიღოს და შეიარაღების რბოლაში რუსეთი დაამარცხოს

ევროპა მზად არის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა აიღოს და შეიარაღების რბოლაში რუსეთი დაამარცხოს. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ბრიუსელში ევროპული საბჭოს სამიტამდე ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

“ბევრი დრო დავკარგეთ, როგორც ევროპამ, მაგრამ დღეს, ყველაფერი ნამდვილად შეიცვალა. ვსაუბრობ ევროკომისიის წინადადებაზე [თავდაცვაზე 800 მილიარდი ევროს მობილიზების შესახებ] და ყველა ჩემი თანამოსაუბრის ერთგულებაზე. მათ ეს დაადასტურეს პარიზსა და ლონდონში შეხვედრების დროს.

ყველა მზად არის ეს გამოწვევა მიიღოს. ეჭვი არ არსებობს, რომ ომი უკრაინაში, ევროპისადმი ამერიკული ადმინისტრაციის ახალი მიდგომა და, ყველაფერზე მეტად, რუსეთის მიერ დაწყებული შეიარაღების რბოლა, სრულიად ახალ გამოწვევებს წარმოადგენს ჩვენთვის. ევროპა უნდა ჩაერთოს ამ შეიარაღების რბოლაში და მოიგოს ის.

დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთი წააგებს არ რბოლას, როგორც საბჭოთა კავშირმა წააგო მსგავსი რბოლა 40 წლის წინ. და ეს უფრო დიდი მასშტაბის კონფლიქტის თავიდან არიდების ერთადერთი მეთოდია…

ევროპა დღეს მზად არის უსაფრთხოებაზე სტარტისთვის, მზად არის უფრო სწრაფად, ჭკვიანურად და ეფექტურად შეიარაღდეს, ვიდრე რუსეთი…

დღეს არ გვაქვს ზედმეტად ოპტიმისტურად ყოფნის საბაბები. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს გარდამტეხი მომენტია, როდესაც ევროპამ გაიაზრა, თუ რა პასუხისმგებლობა აკისრია მას”, - განაცხადა ტუსკმა.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 08.05.2025
„უძველესი სავაჭრო გზებიდან მომავლის ბაზრებამდე 2035“ – მადრიდში ესპანურ-ქართული ბიზნესალიანსის გრძელვადიანი ხედვის პრეზენტაცია გაიმართა
„მთავარია გჯეროდეს“  - თიბისის ახალი გზავნილი
m²-ისა და „ფუნდუკის“ თანამშრომლობა ყოველდღიური ცხოვრების სტილისთვის
BGA-ს დამფუძნებლები ნათია თურნავასგან „საქართველოს კაპიტალის“ და მისი ხელმძღვანელის ქმედებების შესწავლას ითხოვენ
„ვისოლის“ გათამაშებაში პირველი წყვილი ავტომობილი  BMW X1 გორში მოიგეს