საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

Другие новости на сегодня
FT - ევროპის ქვეყნები 200 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების გაყინული რუსული აქტივების ჩამორთმევისკენ მიისწრაფვიან

ევროპის უმსხვილესი სახელმწიფოები 200 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების გაყინული რუსული აქტივების ჩამორთმევის მცდელობას ახორციელებენ, - ინფორმაციას The Financial Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, საფრანგეთი და გერმანია, რომლებიც დიდი ხანია ეწინააღმდეგებიან ევროკავშირში არსებული აქტივების სრულ ჩამორთმევას, დიდ ბრიტანეთთან და სხვა ქვეყნებთან ერთად, მათი გამოყენების გზებს განიხილავენ.

The Financial Times-ის სამი წყაროს ცნობით, ფრანგმა ოფიციალურმა პირებმა წარადგინეს წინადადება, რომ ევროპული ქვეყნების დედაქალაქებმა მოსკოვს აქტივები ჩამოართვან, თუ ის უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მომავალ შეთანხმებას დაარღვევს.

The Financial Times-ი წერს, რომ 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ „დიდი შვიდეულის“ მოკავშირეებმა რუსეთის ცენტრალური ბანკის, დაახლოებით, 300 მილიარდი ევროს ღირებულების აქტივები გაყინეს, რომლის უმეტესი ნაწილი - დაახლოებით 190 მილიარდი ევრო - განთავსებულია ბელგიის ფასიანი ქაღალდების ცენტრალურ დეპოზიტარში (CSD), Euroclear-ში, მცირე ოდენობით კი საფრანგეთში, დიდი ბრიტანეთში, იაპონიაში, შვეიცარიასა და აშშ-ში. ამჟამად, ამ აქტივებით გამომუშავებული შემოსავალი - ძირითადად ნაღდი ფული და სახელმწიფო ობლიგაციები - გამოიყენება „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი 50 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის სესხის დასაფარად, მაგრამ ძირითადი აქტივები ხელუხლებელია.

გამოცემა წერს, რომ ქვეყნები, მათ შორის უკრაინა, პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები დიდი ხანია ითხოვენ ძირითადი აქტივების ჩამორთმევას, მაგრამ რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის გერმანია, საფრანგეთი და ბელგია, უკან იხევდნენ იმ მიზეზით, რომ სახელმწიფო ქონების ჩამორთმევა საერთაშორისო სამართლის ფარგლებში პრეცედენტს შექმნის.

ამასთან, ევროპის ცენტრალური ბანკი შიშობდა, რომ ევროს, როგორც უცხოური რეზერვების უსაფრთხო თავშესაფრის სტატუსს საფრთხე ემუქრება, რადგან აქტივების დიდი ნაწილი ევროპულ ვალუტაშია.

The Financial Times-ის წყაროს ცნობით, საფრანგეთის წინადადება კარგად მიიღეს სხვა ევროპელმა მოკავშირეებმა, მაგრამ ის ჯერ კიდევ შორსაა შეთანხმებისგან.

გამოცემა წერს, რომ დაყადაღების მხარდამჭერ ბანაკს ბიძგი მისცა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მუქარამ უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის შეჩერების შესახებ. „უფრო და უფრო მეტი ქვეყანა მზად არის გამოიყენოს გაყინული აქტივების ჩამორთმევა როგორც ბერკეტი“, - განაცხადა წყარომ The Financial Times-თან ინტერვიუში.

კორნელი კაკაჩია - აშშ-ს და ევროპას საქართველოსთან დაკავშირებით ტაიმ-აუტი აქვს აღებული, რითაც ივანიშვილს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის გადახედვის, შესაძლოა, ბოლო შანსი ეძლევა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.05.2025
m²-ისა და „ფუნდუკის“ თანამშრომლობა ყოველდღიური ცხოვრების სტილისთვის
BGA-ს დამფუძნებლები ნათია თურნავასგან „საქართველოს კაპიტალის“ და მისი ხელმძღვანელის ქმედებების შესწავლას ითხოვენ
„ვისოლის“ გათამაშებაში პირველი წყვილი ავტომობილი  BMW X1 გორში მოიგეს
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში ახალი სახელმძღვანელოს „რომის სამართლის საფუძვლები“ პრეზენტაცია გაიმართა