საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

საპატრიარქო - პაატა ბურჭულაძემ კათოლიკოს-პატრიარქისგან ითხოვა კურთხევა, გამთენიისას ქაშვეთის ეკლესიის ზარები დარეკილიყო - ეკლესია არ არის და არც შეიძლება იყოს რომელიმე პოლიტიკური ძალისადმი მიკერძოებული
-166 წუთის წინ
08.04.2025 / 17:22

ეკლესია არ არის და არც შეიძლება იყოს რომელიმე პოლიტიკური ძალისადმი მიკერძოებული, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს

123456789101112131415161718192021
12345678
ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეები
პროფილი
სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი
პაატა ბურჭულაძე
ოპერის მომღერალი (ბანი)
ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
თინათინ ბოკუჩავა
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე
207
პროფილი
ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-:-
Loaded: 0.00%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-:-
 
1x
დღის სხვა სიახლეები
ჯემალ გამახარია - აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. არჩევნები სრულიად უკანონოა - აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში ოფიციალურად მივიღებთ დადგენილებას და ბათილად გამოვაცხადებთ ამ „არჩევნებს“

აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. არჩევნები სრულიად უკანონოა - აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში ოფიციალურად მივიღებთ დადგენილებას და ბათილად გამოვაცხადებთ ამ ე.წ. არჩევნებს, - ამის შესახებ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე საუბარი გაიმართება ჟენევაშიც.

„ჩვენ აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში ოფიციალურად მივიღებთ დადგენილებას და ბათილად გამოვაცხადებთ ამ ე.წ. არჩევნებს. დღეს იქნება მსჯელობა ჟენევაშიც. ჟენევის დისკუსიების 63-ე რაუნდი იწყება. იქაც იქნება ამაზე საუბარი და შესაბამისი განცხადებები გაკეთდება. ეს არჩევნები კი არის დე ფაქტო, მაგრამ არის სრულიად უკანონო და ჩვენ ამას არა მხოლოდ განცხადებებით, არამედ იურიდიული დოკუმენტის გამოქვეყნებით ვადასტურებთ,“ - აღნიშნა მან.

ამასთან, გამახარია აცხადებს, რომ არძინბას მიმართ რეპრესიები მოსალოდნელია და რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რომ ის პოლიტიკას ჩამოაშოროს.

„არძინბას მიმართ რეპრესიები მოსალოდნელია და არ არის გამორიცხული, რომ მას მოქალაქეობა ჩამოართვან. ეს ადამიანი აფხაზთა დიდი მხარდაჭერით სარგებლობს და რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რომ ის პოლიტიკას ჩამოაშოროს. არძინბა ამ წუთამდე დუმს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ის არის მკაცრად გაფრთხილებული. ის ემზადებოდა, არ ეღიარებინათ ეს ე.წ. არჩევნები და დაეწყოთ ქუჩის აქციები და ხელმეორედ გადატრიალება, მაგრამ, როგორც ჩანს, ისინი მკაცრად გაფრთხილებულები არიან და ეს ვერ გაბედეს. ასე რომ ეს ადამიანი ძალიან უცნაურად დუმს,“ - განაცხადა გამახარიამ.

ამასთან, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევა უპრეცედენტო იყო.

„რუსეთი ყოველთვის ყველა არჩევნებში ერეოდა, არა მარტო მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არამედ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, მაგრამ ადრე რუსეთის „ფავორიტი“ კანდიდატი ყოველთვის აგებდა, ახლა, როგორც პირველ ტურში, ისე მეორე ტურში, ძალიან დიდი სხვაობით იმარჯვებს პრორუსული კანდიდატი. ეს არის უპრეცედენტო ჩარევის შედეგი, რომლის მსგავსი ჩვენ მთელი ამ წლების განმავლობაში არ გვახსოვს.

არჩევნების ერთ-ერთი მთავარი შედეგი გახლავთ საზოგადოების უკიდურესი პოლარიზაცია. იყო სროლები როგორც აფხაზებს შორის, ასევე იყო თავდასხმა სომხურ უბნებზე. წლებია მოდის, მაგრამ ახლა უკვე პიკს უახლოვდება დაპირისპირება სომხებსა და აფხაზებს შორის. ესეც ამ არჩევნების ერთ-ერთი შედეგი გახლავთ. ე.ი. სახეზეა განხეთქილება თვით აფხაზებს შორის და დაპირისპირება აფხაზებსა და სომხებს შორის.

აფხაზებს ოდითგანვე არათუ არ უყვარდათ, არამედ სძულდათ რუსები, უბრალოდ, რუსეთი აფხაზებს ქართველების წინააღმდეგ იყენებდნენ. თუ ეს სიძულვილი ადრე არ ჩანდა, ახლა ეს უკვე სააშკარაოზე გამოვიდა და ამ არჩევნებმა ეს ურთიერთობები თავიდან ბოლომდე გააშიშვლა,“ - განაცხადა გამახარიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში.

შეგახსენებთ, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტური 1-ელ მარტს გაიმართა, რომელშიც, ე.წ. „ცესკოს“ მონაცემებით, ბადრა გუნბამ “გაიმარჯვა“. კერძოდ, ე.წ. „ცესკოს“ ინფორმაციით, კენჭისყრის წინასწარი შედეგებით, ადგურ არძინბამ ხმების 41.54% მიიღო, ბადრა გუნბამ კი 54.73%.

ლევან ალაფიშვილი - ცესკო-ს თავმჯდომარემ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც არჩევნებზე დაკვირვება, უბრალოდ შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.04.2025
ჰარვარდის უნივერსიტეტი კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით აღმასრულებელი ლიდერობის პროგრამას იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარი-მარტის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
რეალური თუ ყალბი QLED ტელევიზორები? Samsung-ის კონკურენტი ჩინური კომპანიები სამართლებრივ დავაში აღმოჩნდნენ