საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration 0:00
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
დღის სხვა სიახლეები
დონალდ ტრამპი - ვოლოდიმირ ზელენსკის გადმოსახედიდან შეხვედრა წარმატებული არ გამოვიდა - მან მეტისმეტი მოინდომა

ვოლოდიმირ ზელენსკის გადმოსახედიდან შეხვედრა წარმატებული არ გამოვიდა,- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„მისი გადმოსახედიდან შეხვედრა წარმატებული არ გამოვიდა. მან მეტისმეტი მოინდომა. მე მშვიდობის მიღწევა მსურს. ჩვენ ათწლიან ომსა და თამაშებში ჩართვას არ ვაპირებთ. მე სასწრაფოდ მშვიდობის მიღწევა მსურს. პრეზიდენტ პუტინს მისი დასრულება სურს, მას ამის დასრულება სურს. თქვენც ის ნახეთ, რაც დღეს მე ვნახე: ეს (ზელენსკი) არის ადამიანი, რომელსაც სურს ხელი მოვაწეროთ და ბრძოლა გავაგრძელოთ. ჩვენ ამას არ გავაკეთებთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, მოლაპარაკებების გასაგრძელებლად უკრაინის პრეზიდენტმა უნდა განაცხადოს, რომ მას მშვიდობა სურს.

„მან უნდა თქვას: „მშვიდობის დამყარება მსურს“. არ სჭირდება აქ დგომა და თქმა: „პუტინი ეს, პუტინი ის“, სხვა ყველაფერი უარყოფითის თქმა. უნდა თქვას: „მშვიდობის დამყარება მსურს“. ომი აღარ მინდა“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

კითხვაზე, განიხილავს თუ არა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტას, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ არ აქვს მნიშვნელობა რას განიხილავს ის.

„არ აქვს მნიშვნელობა რას განვიხილავ. თქვენც ის ნახეთ, რაც დღეს მე ვნახე. ეს არ იყო ადამიანი, რომელსაც მშვიდობის დამყარება სურდა და მხოლოდ ის მაინტერესებს, სურს თუ არა მას სისხლისღვრის დასრულება“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

გიორგი ანთაძე - ოფიციალურ ციფრებს რომ გავყვეთ, მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი ოპოზიციურად არის განწყობილი, ბოლო მოვლენების ფონზე ეჭვი მეპარება, რომ ეს ხალხი დღეს ხელისუფლების მომხრე გამხდარიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 28.04.2025
Yandex Go-ს ელექტროსკუტერები უკვე თბილისშია
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული სკოლის დამფუძნებლები მთავრობას მიმართავენ