საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

ანა ბუჩუკური - “ქართულ ოცნებას” ახალი რეალობის შექმნის მცდელობა აქვს ამომრჩევლის დასამშვიდებლად: „ტრამპმა "MEGOBARI აქტს" რომც მოაწეროს ხელი, ეს ჩვენი პრობლემა კი არ არის, არამედ დამარცხდა დიფ სთეითთან“
27 წუთის წინ
13.05.2025 / 22:06

ირაკლი კობახიძის წერილი ახალი ერთგვარი პროპაგანდის დასაწყისია, რომ თავი ამით იმართლოს საკუთარ ამომრჩეველთან, - ამის შესახებ

12345678910111213141516171819202122
1234567
ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეები
პროფილი
ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
შალვა პაპუაშვილი
პარლამენტის თავმჯდომარე
ირაკლი ოქრუაშვილი
თავდაცვის ყოფილი მინისტრი
მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი
207
პროფილი
ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-:-
Loaded: 0.00%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-:-
 
1x
დღის სხვა სიახლეები
კაია კალასი აშშ-სა და უკრაინას შორის მინერალური რესურსების შესახებ შეთანხმებაზე - ვისმენ აზრს, რომ ეკონომიკური შეთანხმება უკვე უსაფრთხოების გარანტიაა, მაგრამ ასე არ არის - საჭიროა უსაფრთხოების სანდო გარანტიები

აშშ-სა და უკრაინას შორის მინერალური რესურსების შესახებ შეთანხმება არ შეიძლება იყოს წმინდა ეკონომიკური, რადგან ომის დროს საჭიროა უსაფრთხოების გარანტიები, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა „ჰადსონის ინსტიტუტში“ პანელური დისკუსიის დროს განაცხადა.

„თუ ეს შეთანხმება აძლიერებს შეერთებული შტატების ეკონომიკურ ინტერესებს უკრაინაში და თუ ეს ინტერესები ასევე უზრუნველყოფს უსაფრთხოებას უკრაინისთვის, მაშინ ვფიქრობ, ეს არის ძალიან კარგი განვითარება. უნდა დაიცვათ თქვენი ეკონომიკური ინტერესები უკრაინაში. მაგრამ ჩემი აზრით, ეს უნდა იყოს უსაფრთხოების გარანტიებთან ერთად“, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

მისი თქმით, მსხვილი ამერიკული კომპანიები უკრაინაში მუშაობდნენ როგორც ომამდე, ისე ახლა, მაგრამ ამან ქვეყანა ვერ იხსნა რუსეთის შეჭრისა და დაბომბვისგან.

„ვისმენ აზრს, რომ ეკონომიკური შეთანხმება, როგორც ასეთი, უკვე უსაფრთხოების გარანტიაა, მაგრამ არა მგონია, რომ ასე იყოს. ახლაც არიან კომპანიები, ამერიკული კომპანიები უკრაინაში, რომლებიც მოქმედებენ იქ და ქვეყანა კვლავ ყოველდღიურად იბომბება. ასე რომ, ეს ნამდვილად არ მუშაობს ისე, რომ თუ თქვენ გყავთ ამერიკელები, მაშინ რუსები იტყვიან: „კარგი, ჩვენ მათ აღარ ვბომბავთ“. ასე რომ, საჭიროა უსაფრთხოების სანდო გარანტიები. ვფიქრობ, უკრაინასა და ამერიკას შორის შეთანხმებები კარგია იმ თვალსაზრისით, თუ ის არის უფრო ფართო თანამშრომლობის საფუძველი“, - აღნიშნა კალასმა.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავა და ამერიკელ კოლეგას, დონალდ ტრამპს შეხვდება. მხარეებმა მინერალური რესურსების შესახებ შეთანხმებას უნდა მოაწერონ ხელი.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება