საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

Other news for today
გია ვოლსკი - სალომე ზურაბიშვილის მიერ გამოქვეყნებულ 5 პუნქტში ახალი ნიუანსია - ვინც გუშინ მას უწმაწური სიტყვებით მოიხსენიებდა, იმ ადამიანებს ეუბნება, თქვენი უფროსი ვარ და ქარტია, რომელსაც ხელი მოაწერეთ, ერთადერთი გამაერთიანებელი არისო

სალომე ზურაბიშვილის მიერ გამოქვეყნებულ ხუთ პუნქტში ახალი ნიუანსია - ვინც გუშინ სალომე ზურაბიშვილს აგენტს ეძახდა და უწმაწური სიტყვებით მოიხსენიებდა, იმ ადამიანებს ეუბნება, რომ თქვენი უფროსი ვარ და ქარტია, რომელსაც ხელი მოაწერეთ, ერთადერთი გამაერთიანებელი არისო, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის მეთაური სალომე ზურაბიშვილი იქნება თუ არა, ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან „მათი მხრიდან მსახურთა, აგენტთა და უსამშობლოთა ქვეყანა შეიქმნება, რომელსაც რა საკვირველია, გარანტირებული აქვს სერიოზული მარცხი, როგორც საერთაშორისო ასპარეზზე, ასევე ეკონომიკურად და თუნდაც ფიზიკურად“.

„ზურაბიშვილი ადრეც ამბობდა, რომ მთავრობას და პრემიერ-მინისტრს დანიშნავს. მათი მიზანია, რომ საქართველოში არჩევნები ცესკო-მ კი არ ჩაატაროს, არამედ საერთაშორისო რაღაც სტრუქტურამ ჩაატაროს, ისიც ამ ვითარებასთან შეუსაბამო ვადამდელი არჩევნები. არადა, საპარლამენტო არჩევნები საერთაშორისო სტრუქტურებმა უკვე შეაფასეს და არჩევნები აღიარეს. განსხვავებული აზრი მხოლოდ რევოლუციურ ფორმატშია. ეს ყველაფერი სალომე ზურაბიშვილს და არამარტო მას, მეორე პლანზე აქვს გადაწეული. კოლექტიურ "ნაცმოძრაობას" რიგგარეშე არჩევნების ჩატარება და ამ პროცესებიდან „ქართული ოცნების" სრული გამოთიშვა აერთიანებს. მათი მიზანია, ამ გზით ხელისუფლებაში მოსვლა, რათა ვიღაცას ემსახურონ. ეს არის მთავარი მოთხრობა, რომელიც დიდი ხმის წინ დაწერეს და ახლა ამის განხორციელებას ცდილობენ. არსებული რეალობა კარგი არ არის, მაგრამ მეორე რეალობაა, რომელიც მათი მხრიდან შეიძლება განვითარდეს - სახელმწიფოს ნგრევა დაიწყოს, რომელსაც შეუქცევადი პროცესი ექნება. ეს ადამიანები, ვინც უკვე ქვეყანას სერიოზული ზარალი მიაყენა, ხელისუფლებაში მოსვლას რევოლუციური გზით ცდილობენ. მათი მეთაური სალომე ზურაბიშვილი იქნება თუ არა, ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მათი მხრიდან მსახურთა, აგენტთა და უსამშობლოთა ქვეყანა შეიქმნება, რომელსაც რა საკვირველია, გარანტირებული აქვს სერიოზული მარცხი, როგორც პოლიტიკურ საერთაშორისო ასპარეზზე, ასევე ეკონომიკურად და თუნდაც ფიზიკურად. ეს იმის ალტერნატივაა, რაც დღეს გაგვაჩნია“, - განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ ახალი არჩევნების გეგმა გამოაქვეყნა.

ზურაბიშვილმა საკუთარ გვერდზე „პოსტი" განათავსა წარწერით: გეგმა - ახალი არჩევნები, რომლის შინაარსიც შემდეგნაირად გამოიყურება:

  1. არჩევნების პირობების დაწესება; 2. საარჩევნო კომისიებისა და დამკვირვებლების „ჯარის“ მომზადება; 3. საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით ახალი არჩევნების გაყალბებისგან დაცვა; 4. პოლიტიკურ ძალებს შორის კოორდინაცია ახალი არჩევნებისთვის; 5. ერთიანი საარჩევნო პროგრამა - „ქართული ქარტია“ და მისი პრიორიტეტები: პოლიტპატიმრების გათავისუფლება, “რუსული კანონების” გაუქმება, სამართლიანი სასამართლოს აღდგენა.
ლევან ალაფიშვილი - ცესკო-ს თავმჯდომარემ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც არჩევნებზე დაკვირვება, უბრალოდ შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.04.2025
ჰარვარდის უნივერსიტეტი კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით აღმასრულებელი ლიდერობის პროგრამას იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარი-მარტის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
რეალური თუ ყალბი QLED ტელევიზორები? Samsung-ის კონკურენტი ჩინური კომპანიები სამართლებრივ დავაში აღმოჩნდნენ