საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

Другие новости на сегодня
„ქართული კოშმარის არაღიარების აქტს” კიდევ ერთი თანაავტორი შეემატა

„ქართული კოშმარის არაღიარების აქტს” კიდევ ერთი თანაავტორი შეემატა. ამის შესახებ აშშ-ის კონგრესის ოფიციალურ ვებგვერდზეა აღნიშნული.

კერძოდ, კანონპროექტს H.R. 243, რომელიც მიზნად ისახავს “აეკრძალოს შეერთებულ შტატებს ბიძინა ივანიშვილის ან ბიძინა ივანიშვილის მიერ მართული საქართველოს ნებისმიერი მთავრობის აღიარება, რა მიზნითაც არ უნდა იყოს” და რომელიც ასევე ცნობილია როგორც “ქართული კოშმარის არაღიარების აქტი” - კიდევ ერთ თანაავტორად (თანასპონსორად) კონგრესმენი ჯიმი პანეტა (დემოკრატიული პარტია) შეემატა.

ცნობისთვის, “ქართული კოშმარის” არაღიარების აქტი კონგრესის ქვედა პალატაში - წარმომადგენელთა პალატაში - 9 იანვარს იქნა წარდგენილი კონგრესმენი ჯო უილსონის (რესპუბლიკური პარტია) მიერ.

ამ მომენტისთვის კანონპროექტს 6 თანაავტორი ჰყავს: დემოკრატები სტივ კოენი, ლოიდ დოგეტი, ემანუელ კლივერი და ჯიმი პანეტა, და რესპუბლიკელები მაიკლ ტერნერი და მაიკლ ლოულერი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - საქართველოში ბელარუსის მოდელი გათამაშდა, ე.წ. ოპოზიციური „ოთხეული“  შეცდომას შეცდომაზე უშვებს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.03.2025
„ბრიტანულ-ქართული აკადემიისა“ და „თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლის“ დამფუძნებლები საქართველოს პრემიერს ღია წერილით მიმართავენ
შეიძინე სილქნეტის ნომერი და ისარგებლე სპეციალურად შენთვის შექმნილი სილქფესტით
კახა ოქრიაშვილი - სამუშაო პროცესშია ერთადერთი გეგმა
დომუსი ავლაბარი - ახალი პროექტი ქალაქის ისტორიულ ცენტრში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის დელეგაცია ევროპის ერთ-ერთ უძველეს კოიმბრას უნივერსიტეტში და Erasmus+ გაცვლითი პროგრამა სტუდენტებისთვის
Mastercard-მა და AI Hub-მა, Tech განათლების გასაძლიერებლად, სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყეს