საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

12345678910111213141516171819
Другие новости на сегодня
რუსებმა კიევს დაარტყეს, დაზიანდა და დაინგრა საცხოვრებელი სახლები

რუსულმა ძალებმა კიევის ოლქს „შაჰედის“ დრონებით დაარტყეს, რის შედეგადაც საცხოვრებელი სახლები და სხვა შენობები დაზიანდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 44 წლის ქალი დაშავდა, რომელიც ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გარდა ამისა, ნაწილობრივ დაინგრა და დაზიანდა კერძო სახლები და სამეურნეო შენობები.

დღეს დილით რუსებმა „შაჰედის“ დრონებით ქალაქ სუმსაც შეუტიეს, რის შედეგადაც საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა და ორი ადამიანი დაშავდა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს