საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

Другие новости на сегодня
ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე სხდომა არ გაიმართა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე სხდომა არ გაიმართა. თავად ბრალდებული, სასამართლო სხდომას ონლაინ რეჟიმში უნდა დასწრებოდა, თუმცა ვერ მოხერხდა. მომდევნო სხდომა 6 მარტს, 17:00 საათზე გაიმართება.

„უნდა ჩართულიყო დისტანციური წესით, თუმცა პრობლემაა დისტანციურ ჩართვაზე, შესაბამისად მისი მონაწილეობა სხდომაზე ვერ ხერხდება, არ ვიცით მიზეზი. მან გამოთქვა სურვილი დასწრების, იგი პატიმრობაში იმყოფება, შესაბამისად დღევანდელ სხდომაზე სასამართლო საქმეს მის გარეშე ვერ განიხილავს“, - აცხადებს მოსამართლე სალიხ შაინიძე.

საქმე ეხება, 11 იანვარს აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, შენობის ფასადზე სტიკერის გაკვრის ფაქტს. მზია ამაღლობელის უფლებებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება