საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

123456789101112131415161718
12345
ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეები
პროფილი
შალვა პაპუაშვილი
პარლამენტის თავმჯდომარე
გიორგი ვოლსკი
პარლამენტის ვიცე-სპიკერი
მაკა ბოჭორიშვილი
საგარეო საქმეთა მინისტრი
მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი
207
პროფილი
ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-:-
Loaded: 0.00%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-:-
 
1x
დღის სხვა სიახლეები
გოგი თოფაძე გარდაიცვალა

ბიზნესმენი და პოლიტიკოსი გოგი თოფაძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ახლობლები ავრცელებენ.

გოგი თოფაძემ 1957 წელს დაამთავრა თბილისის 51-ე საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კვებისა და ქიმიური მრეწველობის ფაკულტეტზე. 1962 წელს ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო კვებისა და მრეწველობის სამეცნიერო - კვლევით ინსტიტუტში მეცნიერ - თანამშრომლად. 1967 წელს გოგი თოფაძემ ჩააბარა მოსკოვში ორგანული ქიმიის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1969 წელს დაიცვა დისერტაცია, რის შემდეგაც მას მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის წოდება. 1970-1975 წლებში თოფაძე მუშაობდა თბილისი საპნის ქარხნის დირექტორად. 1975-დან 1986 წლამდე იყო საწარმოო გაერთიანება „თბილლუდის“ გენერალური დირექტორი. 1986 წლიდან მუშაობდა ლილოს ლუდის მშენებარე ქარხნის დირექტორად. 1994 დააარსა ლუდის კომპანია „ყაზბეგი“. 1997 და 1998 წლებში დაასახელეს საქართველოს საუკეთესო ბიზნესმენად.

1999-2005 წლებში იყო პოლიტიკური მოძრაობა „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ თავმჯდომარე. 1999-2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“, ფრაქცია „მრეწველების“ თავმჯდომარე. 2004-2008 წლებში — საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „მემარჯვენე ოპოზიცია, მრეწველები, ახლები“.

2005 წლიდან იყო პოლიტიკური მოძრაობა „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ ლიდერი. 2005 წელს თოფაძე აირჩიეს ევროპის სავაჭრო პალატის პრეზიდენტად. 2005 წელს თოფაძე, პირველი ქართველ ბიზნესმენთა შორის, დაჯილდოვდა მეცენატის ოქროს მედლით.

2010 წლის 30 მაისის თვითმმართველობის არჩევნებში თოფაძემ კენჭი იყარა თბილისის მერის პოსტზე. 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა