საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

“MEGOBARI აქტი” სენატს გადაეცა
-194 წუთის წინ
07.05.2025 / 17:54

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში დამტკიცების შემდეგ “MEGOBARI აქტი” ოფიციალურად სენატს გადაეცა. შესაბამისი ცვლილებები

12345678910111213141516171819202122
1234567
ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეები
პროფილი
ლაშა ხუციშვილი
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
დავით ასათიანი
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე
ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
207
პროფილი
ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:01
Duration -:-:-
Loaded: 0.00%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-:-
 
1x
დღის სხვა სიახლეები
ხატია დეკანოიძე - სალომე ზურაბიშვილის ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის მთავარი თემა უნდა იყოს ევროპარლამენტის რეზოლუციის უკვე ევროკავშირის აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ აღსრულება

მნიშვნელოვანია, რომ პროტესტი გაიზარდოს, ყველა ადამიანს უნდა ესმოდეს, რომ პროტესტის დასრულება არ შეიძლება, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

ხატია დეკანოიძის თქმით, მიდის მუშაობა ყველა მიმართულებით, მათ შორის პროტესტის მასშტაბების გასაზრდელად, „რათა მოირყეს ის საყრდენები, რაზეც „ქართული ოცნება“ დგას“.

„პროტესტი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქვაკუთხედი, რაც შეიძლება არსებობდეს და ეს ვერ იქნება მხოლოდ პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური პარტიების თანხმობის ნაწილი. პროტესტში ჩართული არიან სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფები და მათ შორის ჩვენც, პოლიტიკოსებიც ძალიან აქტიურად ვართ ჩართული. ასევე ახალი ჯგუფებიც აღმოცენდა ამ პროტესტში. მე ვფიქრობ, რომ ვისაც ჰგონია, რომ პროტესტი შეიძლება გაილიოს, შეიძლება ცოტა ადამიანი იყოს, ყველა შიშით ელოდება, რუსთაველზე რა მოხდება, მაგრამ მე არ ვარ პესიმისტურად, ვფიქრობ, რომ ადამიანებს გათვითცნობიერებული აქვთ, რა არის ჩვენი მომავალი. ნებისმიერ ადამიანს, ვინც პროტესტში იღებს მონაწილეობას, კარგად ესმის, რომ თუ დაბრუნდა სტატუს კვო, რომელიც ბიძინა ივანიშვილს უნდა, გაცილებით უფრო ძლიერი იქნება რეპრესიები, არა მარტო ჩვენს მიმართ, არამედ ყველა ადამიანის მიმართ.

მე არ მომწონს, რაოდენობისა და თავების თვლა, მაგრამ სიმტკიცე და ნებისყოფა უმნიშვნელოვანესია. მათ შორის მნიშვნელოვანია იმ საყრდენების მორყევა, რაზეც ბიძინა ივანიშვილი დგას. ბიძინა ივანიშვილი დგას პროპაგანდაზე, პოლიციასა და კრიმინალურ ბანდებზე. ჩვენ ყველა მიმართულებით ვმუშაობთ, არის რაღაც, რაც შეიძლება საჯაროდ თქვა და რაც შეიძლება არ თქვა.

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდოს პროტესტი. ყველა ადამიანს უნდა ესმოდეს, რომ პროტესტის დასრულება არ შეიძლება. მე ვფიქრობ, რომ ესმით კიდევაც. რუსთველზე ჩვენ ვხედავთ შემართებას. დაღლა არავის ეტყობა და არც არავის წარმოუდგენია სტატუს კვოში შებრუნება“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ხატია დეკანოიძე გადაცემაში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიუნხენის კონფერენციაში მონაწილეობასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის მთავარი თემა ევროპარლამენტში მიღებული რეზოლუციის აღსრულება უნდა იყოს.

„[სალომე ზურაბიშვილის] ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის მთავარი თემა უნდა იყოს ევროპარლამენტის რეზოლუციის უკვე ევროკავშირის აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ აღსრულება. ჩემი მოსაზრება არის შემდეგი, რომ უნდა იყოს ძალიან კონკრეტული აკრძალვები. პირველი სანქცია იყო დიპლომატიურ პასპორტებზე შეზღუდვა, რაც არალეგიტიმურობას უსვამს ხაზს, მაგრამ მეორე ეტაპი უნდა იყოს კონკრეტული სახელისა და გვარების შენგენის ქვეყნების სპეციალურ სიაში ატვირთვა, რაც გულისხმობს იმას, რომ არა მხოლოდ დიპლომატიური პასპორტით, არამედ ეროვნული პასპორტით ვეღარ შეძლონ მათ და მათმა ოჯახის წევრებმა ევროკავშირში გადაადგილება. ასევე უნდა იყოს მუშაობა ახალ არჩევნებზე. დაბოლოს, ყველაზე უმთავრესი არის ზეწოლა, რომ პოლიტიკური პატიმრები გათავისუფლდნენ“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - სამწუხაროდ, არა ვარ დარწმუნებული, რომ აშშ-ს სენატის მიერ „მეგობარი აქტის“ მიღებაზე „ქართულ ოცნებას“ ადეკვატური რეაქცია ექნება
რა არის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის „მენეჯმენტისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების“ ორმაგი დიპლომის სამაგისტრო პროგრამის უპირატესობა? - ინტერვიუ პროგრამის ხელმძღვანელთან
ქართული პრესის მიმოხილვა 05.05.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში ახალი სახელმძღვანელოს „რომის სამართლის საფუძვლები“ პრეზენტაცია გაიმართა
ყაზბეგში „ვინჩეროს“ ახალი ფილიალი გაიხსნა
სილქნეტი: წლის დასაწყისიდან „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ 144 ათასი ლარის მხარდაჭერა გაუწია დაჭრილ სამხედროებსა და ვეტერანებს