საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

კაია კალასი - ხვალ უკრაინაში მივდივართ და ვაპირებთ გადავცეთ ერთი მილიარდი ევრო თავდაცვითი ინდუსტრიისთვის
-216 წუთის წინ
08.05.2025 / 19:24

ევროკავშირი უკრაინის თავდაცვით ინდუსტრიას ერთ მილიარდ ევროს გადასცემს. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა

123456789101112131415161718192021
1234567
ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეები
პროფილი
ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი
გიგი წერეთელი
„ევროპული საქართველოს“თავმჯდომარე
გიორგი ვაშაძე
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი
207
პროფილი
ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-:-
Loaded: 0.00%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-:-
 
1x
დღის სხვა სიახლეები
ეთერ თურაძე - სალომე ზურაბიშვილი დაგვპირდა, რომ ჩვენი ხმა იქნება პარტნიორებთან - ის, რომ მზია ამაღლობელი ციხეშია, წარმოუდგენელი „მესიჯია“ ყველა ჟურნალისტისთვის, ჩვენი, ყველას ბედი შეიძლება ეს იყოს

სალომე ზურაბიშვილი დაგვპირდა, რომ ჩვენი ხმა იქნებოდა ჩვენს პარტნიორებთან, ვინც დაინტერესებულია და მედიის თავისუფლებას საქართველოში მხარს უჭერს - მას აინტერესებდა კონკრეტული აქტორების მოსმენა, თუ რა გამოწვევები არსებობს, - ამის შესახებ „ბათუმელების“ რედაქტორმა, ეთერ თურაძემ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსა და მედიამენეჯერების შეხვედრის შესახებ განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო გრანტებს, რომლის მოპოვებაც, თურაძის თქმით, „ჭირს“.

სალომე ზურაბიშვილი დაგვპირდა, რომ ჩვენი ხმა ჩვენს პარტნიორებთან იქნებოდა, ვინც დაინტერესებულია და მედიის თავისუფლებას საქართველოში მხარს უჭერს. მას აინტერესებდა კონკრეტული აქტორების მოსმენა, თუ რა გამოწვევები არსებობს. იცით, რომ ის მიემგზავრება მიუნხენის კონფერენციაზე. გაგვიზიარა ვის შეხვდება და რაზე ისაუბრებს. უნდოდა, ამისთვის ობიექტური ინფორმაცია ჰქონოდა. შესაბამისად, ჩვენ მას ძალიან ბევრ საკითხზე ვესაუბრეთ, მათ შორის იმაზე, რომ ამერიკული გრანტები თითქმის შეწყდა და გრანტის მიმღები ორგანიზაციები ძალიან ცუდ დღეში არიან.

ასევე, ტელევიზიების შემთხვევაში, ვისაუბრეთ იმაზე, რომ ისინი ცუდ დღეში არიან. გრანტის მოძიება ჭირს. ასევე, ვისაუბრეთ, როგორ შეიძლება შიგნით გაერთიანება, რათა ნაკლები რესურსებით შევძლოთ ინფორმაციის გავრცელება. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ იმ ახალ კანონპროექტებზე, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს გადაწყვეტილი, რომ მიიღოს. თუ მიიღებენ, ეს ძალიან შეზღუდავს მედიას . ამ მხრივ ასევე, საერთაშორისო საზოგადოების დახმარება გვჭირდება. ზოგადად, ვისაუბრეთ იმაზე, რომ ჩვენი, როგორც ჟურნალისტების სიცოცხლე და უსაფრთხოება უნდა იყოს დაცული ამ ქვეყანაში. იმიტომ, რომ ვართ სამიზნეები და ეს განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გამოიკვეთა, როდესაც ადამიანებს თავს დაესხნენ და ალბათ, ბედისწერა იყო, რომ ჟურნალისტები გადარჩნენ. ეს საშინელი კადრები ყველამ ვიცით. ის, რომ მზია ამაღლობელი ციხეშია, ეს არის მართლაც წარმოუდგენელი "მესიჯი" ჩვენთვის, ყველა ჟურნალისტისთვის. ჩვენი, ყველას ბედი შეიძლება ეს იყოს. ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი ძალიან ღირებულ ინფორმაციას შეაგროვებს ჩვენს პარტნიორებთან ჩასატანად“,- განაცხადა თურაძემ.

კორნელი კაკაჩია - აშშ-ს და ევროპას საქართველოსთან დაკავშირებით ტაიმ-აუტი აქვს აღებული, რითაც ივანიშვილს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის გადახედვის, შესაძლოა, ბოლო შანსი ეძლევა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.05.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში ახალი სახელმძღვანელოს „რომის სამართლის საფუძვლები“ პრეზენტაცია გაიმართა
ყაზბეგში „ვინჩეროს“ ახალი ფილიალი გაიხსნა
სილქნეტი: წლის დასაწყისიდან „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ 144 ათასი ლარის მხარდაჭერა გაუწია დაჭრილ სამხედროებსა და ვეტერანებს