This is a modal window.
Beginning of dialog window. Escape will cancel and close the window.
End of dialog window.
ევროკავშირის წინააღმდეგ დაწესებული ტარიფები უპასუხოდ არ დარჩება, - ამის შესახებ განცხადებას ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ავრცელებს.
ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე 25%-იანი ტარიფების დაწესებას ეხმაურება.
„აშშ-ის გადაწყვეტილების შესახებ, ევროპული ფოლადისა და ალუმინის ექსპორტზე ტარიფები დააწესოს, ღრმა მწუხარებას გამოვხატავ. ტარიფები გადასახადებია: ცუდია ბიზნესისთვის, უარესია მომხმარებლებისთვის. ევროკავშირის წინააღმდეგ დაწესებული გაუმართლებელი ტარიფები უპასუხოდ არ დარჩება - ეს მკაცრ და პროპორციულ საპასუხო ზომებს გამოიწვევს“, - აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
მისი თქმით, ევროკავშირი თავის ეკონომიკურ ინტერესებს დაიცავს.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე დაწესებული ტარიფები ყველა ქვეყანას ეხება და ძალაში 12 მარტს შევა.